Wednesday, March 29, 2023

თურქეთი

თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა

(ACCnews) თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა. ტექნიკის გადმოცემა თურქეთის რესპუბლიკასთან ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა. ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ თურქული მხარისგან  2 ერთეული აეროდრომის სპეცტექნიკა და...

თურქეთისა და აზერბაიჯანის ჯარისკაცები მზად არიან ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში ერთობლივად იმოქმედონ – თურქეთის თავდაცვის სამინისტრო

(ACCnews) ნებისმიერი მუქარა ან პროვოკაცია თურქეთის ან აზერბაიჯანის წინააღმდეგ არის საფრთხე ორივე ქვეყნის წინააღმდეგ. ისინი ერთნაირად ხედავენ ქვეყნის მეგობრებსა და მტრებს და საჭიროების შემთხვევაში იციან, როგორ მოიქცნენ როგორც ერთიანი ჯარი. ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა თურქეთ-აზერბაიჯანის...

რუსეთი თურქეთს მოუწოდებს, გამოიჩინოს თავშეკავება და სირიაში არ დაუშვას დაძაბულობის ესკალაცია

(ACCnews) თურქეთის მიერ სირიასა და ერაყში განხორციელებულ ოპერაციას „მახვილი-კლანჭები“ ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებისა და YPG-ის წინააღმდეგ, რომლებიც ანკარაში ტერორისტებად არიან აღიარებული, სირიაში რუსეთის წარმომადგენელი ალექსანდრე ლავრენტიევი ეხმიანება. მისი თქმით, "ანკარამ უნდა გამოიჩინოს „გარკვეული თავშეკავება“, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი ესკალაცია სირიაში". "შეეცადოთ...

აშშ სირიასა და ერაყს დეესკალაციისკენ მოუწოდებს – სახელმწიფო დეპარტამენტი

(ACCnews) თურქეთში ტერორისტული თავდასხმისა და ქვეყნის ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ,  შეერთებული შტატები სირიასა და ერაყს  დეესკალაციისკენ მოუწოდებს. „აშშ გამოთქვამს გულწრფელ მწუხარებას სირიასა და თურქეთში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო. ჩვენ მოვუწოდებთ სირიაში დეესკალაციისკენ, რათა დავიცვათ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე და მხარი დავუჭიროთ საერთო მიზნებს,...

ერდოღანის განცხადებით, სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქება შესაძლოა, ტერორისტული თავდასხმა იყო

(ACCnews) თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანი არ გამორიცხავს, რომ ტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქება  ტერორისტული თავდასხმა იყო. როგორც ერდოღანმა განაცხადა, პირველადი მონაცემებით, ყველაფერი ამ ვარაუდზე მიუთითებს. მისი თქმით, ახლა სწორი არ იქნება დარწმუნებით საუბარი, რომ ეს ტერაქტია, თუმცა წინასწარი მონაცემები, სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან კადრები,...

რუსეთის ფედერაციის უარის მიუხედავად, უკრაინა, თურქეთი და გაერო 14 გემის გადაადგილებაზე შეთანხმდნენ

(ACCnews) მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა მარცვლეულის ინიციატივაში, უკრაინა, თურქეთი და გაერო კვირას შეთანხმდნენ თურქეთის წყლებში 14 გემის გადაადგილების გეგმაზე. ამის შესახებ Reuters იუწყება. სტამბოლის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის (JCC) განცხადებაში ნათქვამია, რომ სამი დელეგაცია ასევე შეთანხმდა თურქეთიდან გამოსული კიდევ...

პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი თავის თურქ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

(ACCnews) პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა თავის თურქ კოლეგასთან ჰულუსი აკართან განიხილა სტაბილურობის საკითხი უკრაინის წინააღმდეგ რუსული შეიარაღებული აგრესიის კონტექსტში, ასევე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა. ინფორმაციას პენტანგონი ავრცელებს. "მხარეებმა განიხილეს რეგიონული სტაბილურობის მნიშვნელობა და განიხილეს თავდაცვის ინდუსტრიაში მიმდინარე თანამშრომლობა", - აცხადებენ აშშ-ს...

რუსეთ-უკრაინის ომი ყველას გვეხება და სერიოზულ ცვლილებებს მოიტანს – მევლუთ ჩავუშოღლუ

(ACCnews) რუსეთ-უკრაინის ომი ყველას გვეხება და სერიოზულ ცვლილებებს მოიტანს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. მისი თქმით, ომი ელექტროენერგიას, საწვავს, ბენზინს, წყალსა და საკვებს ფუფუნებად აქცევს, ამიტომ საჭიროა გამოსავალი მოიძებნოს. „რუსეთ-უკრაინის ომი დღეს ევროპის შუაგულში ყველას გვეხება....

თავდაცვის ძალები თურქეთისგან ახალ, ნატოს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს

(ACCnews) თურქულ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, თავდაცვის ძალები ახალ, ნატოს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს. თურქული კომპანიის წარმომადგენლებს დღეს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლეს. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ კომპანია "ASFAT" - ს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის...

“ღირსეული პარტნიორი” – შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის

(ACCnews) საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მეექვსედ უმასპინძლებს. სამხედრო წვრთნების დაწყებასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბრიფინგი თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში გაიმართა. სწავლების შესახებ პრეზენტაცია თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა - „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ...
- Advertisement -spot_img

Latest News

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- Advertisement -spot_img