Saturday, September 23, 2023

ევროპა

“საქართველო, სრულიად ამოვარდნილია ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურიდან” – თინა ხიდაშელი 

(ACCnews) "საქართველო, რომლის ტერიტორიების ნაწილი იმავე ქვეყანას აქვს ოკუპირებული, ვინც უკრაინაში აგრესიას ახორციელებს, სამწუხაროდ, სრულიად ამოვარდნილია ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურიდან, დისკუსიებიდან, იმ უზარმაზარი მხარდაჭერის პროგრამებიდან, რომელიც მოლდოვისთვის და არა მხოლოდ უკრაინისთვის, დღეს ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებში მუშავდება," - განაცხადა თავდაცვის...

“თავისუფალმა სამყარომ უნდა აიძულოს რუსეთი, უარი თქვას თავის იმპერიულ ამბიციებზე”- ანჯეი დუდა

(ACCnews) რუსეთმა უარი უნდა თქვას თავის იმპერიულ ამბიციებზე და უნდა შეჩერდეს. თავისუფალმა სამყარომ უნდა აიძულოს რუსეთს ამის გაკეთება - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთი უნდა აიძულოს, მისი იმპერიული ამბიციები შეაჩეროს. როგორც დუდამ CNN-თან ინტერვიუში...

ზელენსკი: “ნორვეგია მზად არის უკრაინას გაზი მიაწოდოს”

(ACCnews) უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ნორვეგია მზადაა უკრაინას ზამთრისთვის საჭირო რაოდენობის გაზი მიაწოდოს. - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელი ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა. "მადლობა ნორვეგიას ძალიან გონივრული გადაწყვეტილების მიღებისთვის. ეს ასევე ეხება შეიარაღებულ მხარდაჭერას. ნორვეგიის როლი შეიძლება მართლაც...

“ეს ომი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას” – ირაკლი ღარიბაშვილი

(ACCnews) "მთელი წლის მთავარი მოვლენა, მთავარი პრობლემა და გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის ეს არის ომი უკრაინაში, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო წესრიგი," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის...

პრეზიდენტმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე შარლ ფრიესთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა

(ACCnews) პრეზიდენტმა საერთო უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისზე რეაგირების საკითხებში ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე შარლ ფრიესთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტი მიესალმა ევროკავშირის ჩართულობას რეგიონში მშვიდობისა და...

“ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს „შუა დერეფანს“, რომელსაც უკრაინის ომის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს”- პაველ ჰერჩინსკი

(ACCnews) "ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს „შუა დერეფანს“, რომელსაც უკრაინის ომის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს,"- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ფოთში არსებული პორტის განახლება იგეგმება, სადაც ჩართულები არიან ევროპული ბიზნეს კომპანიები „როგორც ვიცი, ფოთში არსებული პორტის განახლება იგეგმება,...

“ევროპამ საქართველოს 12 რეკომენდაცია მისცა და ვეცდებით, ეს რეკომენდაციები დეკემბრის ბოლომდე შევასრულოთ” – ბექა დავითულიანი

(ACCnews) "რაც შეგვიძლია, დეკემბრამდე ყველაფერს გავაკეთებთ და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ როცა კანდიდატის სტატუსზე მსჯელობა იქნება, ყველა რეკომენდაცია შესრულებული იყოს," - ეს განცხადება დღეს, პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა დავითულიანმა გააკეთა. მისივე თქმით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ დეპოლარიზაციაზე ვერ შეძლებენ შედეგის...

“ჩვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ვამზადებთ” – ოლივერ ვარჰეი

(ACCnews) "ვხედავთ, რომ საქართველოს დიდ უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება," - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს. "ვხედავთ, რომ საქართველოს დიდ უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ძალიან ძლიერი მანდატია არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ...

“ამ რეზოლუციას ჩვენთვის ნულოვანი ფასი აქვს იქიდან გამომდინარე, რომ არასამართლიანი და პოლიტიკური ინტერესებითაა ნაკარნახევი”– ირაკლი კობახიძე

(ACCnews) "ამ რეზოლუციას ჩვენთვის ნულოვანი ფასი აქვს. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად არასამართლიანი და მთლიანად პოლიტიკური ინტერესებითაა ნაკარნახევი", - ამის შესახებ „იმედის კვირას“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რითაც მან კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ...

“ევროპელებმა კარი გაგვიღეს, მაგრამ ამ კარში ჩაწვნენ კობახიძე, ღარიბაშვილი, ივანიშვილი” – პაატა მანჯგალაძე

(ACCnews) "ევროპელებმა გაგვიღეს კარი, მაგრამ ამ კარში ჩაწვნენ კობახიძე, ღარიბაშვილი და ივანიშვილი - ანგარიშში შეტანილი შესწორებები არის არა რომელიმე ევროპული ჯგუფის, არამედ საერთო ევროპული პოზიცია, ამით დადასტურდა, რომ "ქართული ოცნება" არც ევროპის სოციალისტური ოჯახის წევრი არ არის, "ედინაია რასიას"...
- Advertisement -spot_img

Latest News

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- Advertisement -spot_img