Saturday, January 28, 2023

თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმში დააკავეს

მთავარი

თვითმხილველების ცნობით, ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიიდან” სამართალდამცველებმა ხელბორკილებით გამოიყვანეს თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი.

კომპანია „მეტროსითის“ მფლობელობაში არსებულ სასტუმრო „ეიფორიაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შესაბამის მოქმედებებს მთელი დღის განმავლობაში ატარებდა. სპეცრაზმი და საგამოძიებო სამსახურის სპეციალური ავტომანქანები მობილიზებული იყვნენ სასტუმროს ცენტრალურ შესასვლელში, საიდანაც მიმდინარე ამბებს თვალს ადევნებდნენ მედიის წარმომადგენლები. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, ბიზნესმენი დღის ბოლოს არა ცენტრალური შესასვლელიდან, არამედ ალტერნატიული გასასვლელით გაიყვანეს.

31 მაისი. ბათუმი. ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის დაკავების ოპერაცია.
31 მაისი. ბათუმი. ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის დაკავების ოპერაცია.
31 მაისი. ბათუმი. ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის დაკავების ოპერაცია.
31 მაისი. ბათუმი. ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის დაკავების ოპერაცია.

განახლება

მოგვიანებით, გალიფ ოზთურქის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურმა.

მეტი:   მოსამართლეთა ხელშეწყობის პროექტები, რომლებსაც აშშ-ის საელჩო საქართველოში ახორციელებს

„მოქალაქე გ.ო.-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, მოქალაქე გ.ო.-სთან, ასევე მასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანიებში განხორციელდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გ.ო.-ს საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გ.ო. დაკავებულ იქნა საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით. საქმეზე ინტენსიურად გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლის შედეგების შესახებ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება”, – იუწყება საგამოძიებო სამსახური.

მეტი:   კელი დეგნანი ზუგდიდში: "ზუგდიდის ამერიკული კუთხე ერთ-ერთი საყვარელი თავშეყრის ადგილია"

bm.ge-მ გამოაქვეყნა ოზთურქის კომპანია „მეტრო ჰოლდინგის” განცხადება. „მეტრო ჰოლდინგის” მენეჯმენტი და ადვოკატები მუშაობენ იმაზე, რომ ამ სრულიად აბსურდული მიზეზებით გამოწვეულ ქმედებას მიეცეს სწორი შეფასება და გატარდეს ყველა სათანადო კანონიერი ღონისძიება.

მეტი:   აშშ-ის საელჩო: "ქართველ მეწარმეთა მორიგი ჯგუფი გამოცდილების მისაღებად უისკონსინის შტატში გაემგზავრა"

იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს საათებში ეს გაუგებრობა აღმოიფხვრება და კომპანიები დაუბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას.

მოვუწოდებ, ყველა ჩვენს გულშემატკივარს შეინარჩუნონ სიმშვიდე. მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის”,
– აღნიშნავს “მეტრო ჰოლდინგი”.

ბათუმში მომუშავე თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის სახელს პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები თუ მედიასაშუალებები აქტიურად უკავშირებდნენ გოგოლის ქუჩაზე წამოწყებულ მასშტაბურ, უკანონო მშენებლობას.

8 თებერვალს მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანებმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრეს, რომ „დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მშენებლობა შეჩერდა“.

კომპლექსს ადგილობრივებმა „ჩინელების დასახლება“ დაარქვეს, რადგან აქვთ მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან, ამ კორპუსებში ჩინეთის მოქალაქეებს შეასახლებენ.

წყარო: რადიო თავისუფლება

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img