ციტატა
“როგორ “ავადაც” არ უნდა იყო…რა გაბუტულიც არ უნდა იყო…როგორც არ უნდა გძულდეს ზელენსკი და არახამია…როგორც არ უნდა გაგირბოდეს სხვაგან თვალი…როგორც არ უნდა გეშინოდეს…რა ბრიყვიც არ უნდა იყო…მტერთანაც რომ იყო შეკრული… ყველა გზა მაინც კიევში მიდის…”
გია ხუხაშვილი, ანალიტიკოსი
სოციალური ქსელი
ცნობისათვის, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთიან დელეგაციაზე ვერ შეჯერდნენ და საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მან ოპოზიციას შესთავაზა, რომ საპარლამენტო დელეგაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების სამ-სამი წევრი იყოს წარმოდგენილი, რასაც ოპოზიცია არ დაეთანხმა.