(ACCnews) “ეს არის ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობა”- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი.
მისი თქმით, მიხაილო პოდოლიაკის განცხადება სერიოზულობას მოკლებულია.
„ცოტა უხერხული განცხადება იყო – ჩამოვალ და ჩემი ხელით წავიყვან პატიმარ სააკაშვილსო და სერიოზულად ვერ აღვიქვამ. მეორეს მხრივ, ცხადია ეს არის ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობა, ვინაიდან მსგავს გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და მოსამართლე დამოუკიდებელი და ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით და ვერავინ ჩაერევა ამ გადაწყვეტილების მიღებაში“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა: ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების სუვერენულ საქმეებში, ოფიციალურ დონეზე ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას, გადმოგვცეს მიხეილ სააკაშვილი.