Friday, February 3, 2023

კრემლი არ უარყოფს, რომ ხერსონიდან რუსი სამხედროების გასვლა პუტინის პრესტიჟისთვის დარტყმაა

მთავარი

(ACCnews) რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ის კომენტარს არ გააკეთებს საკითხზე, არის თუ არა ხერსონიდან რუსული ჯარების უკან დახევა ვლადიმერ პუტინისთვის დამამცირებელი.

ჟურნალისტმა პესკოვს ბრიფინგზე კითხვა დაუსვა: „შეგიძლიათ კომენტარი გააკეთოთ ექსპერტების განცხადებებზე, რომლებიც ამბობენ, რომ ხერსონიდან უკან დახევა დიდი დარტყმაა ვლადიმერ პუტინის პრესტიჟისთვის, მისთვის დამამცირებელიც კი, იმის გათვალისწინებით, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა კრემლში ცერემონიაზე განაცხადა, რომ ხერსონი და რუსეთი სამუდამოდ ერთად იქნებიან?

მეტი:   "სააკაშვილის ღირსების უფლება არანაირი ფორმით არ დარღვეულა" - ირაკლი კობახიძე
მეტი:   დასავლური სანქციების კულმინაცია, რუსეთმა დეფოლტი გამოაცხადა - Bloomberg

“მისმინეთ, ბევრი სხვადასხვა ექსპერტია. არიან ექსპერტები, რომლებიც ამბობენ ისე, როგორც თქვენ ამბობთ, არიან ექსპერტები, რომლებიც სხვაგვარად ამბობენ. ჩვენ არ გვინდა კომენტარის გაკეთება არც ერთზე და არც მეორეზე. სპეცოპერაცია გრძელდება.” – განაცხადა პესკოვმა.

მეტი:   "ნაკლებსავარაუდოა, რომ გამარჯვებული პუტინი უკრაინაში გაჩერდეს"– ბორის ჯონსონი

ჟურნალისტმა ასევე იკითხა, ნანობს თუ არა კრემლი, რომ ხერსონის „ანექსიის“ პატივსაცემად ასეთი პომპეზური ცერემონია გამართეს. პესკოვმა უპასუხა, რომ არ ნანობენ.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img