შაბათი, დეკემბერი 3, 2022

“თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება, ნატოს მოუწევს აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერდეს”

ექსკლუზიური ინტერვიუ ენტონი ბლინკენთან

მთავარი

თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება, “ნატოს მოუწევს აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერდეს” – ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, „ამერიკის ხმის“ აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელთან, მიროსლავა ღონღაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

ამერიკის ხმა – თქვენმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთს „ნებისმიერ მომენტში“ შეუძლია უკრაინაში შეიჭრას. რა ნაბიჯების გადასადგმელად არის მზად თქვენი ადმინისტრაცია, რუსეთის შესაჩერებლად და რა იქნება სამი ძირითადი ნაბიჯი? რა მოქმედებებისთვის ხართ მზად იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ხვალ უკრაინაში შეიჭრება?

ენტონი ბლინკენი – ჩვენ რუსეთს შევთავაზეთ მკაფიო არჩევანი. ერთის მხრივ, არჩევანი დიპლომატიისა და დიალოგის, ან კონფრონტაციისა და შედეგების. სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ გვქონდა რუსეთთან დიპლომატიური ჩართულობის ინტენსიური სერია, უშუალოდ ჩვენს შორის, სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის საშუალებით ნატოში და ასევე ეუთოში, რუსეთის ფედერაციის საბჭოსთან. და მე კვლავ ვიტოვებ იმედს, რომ რუსეთი ამ დიპლომატიურ გზას გააგრძელებს. მაგრამ, ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, თუ რუსეთი გადაწყვეტს განაახლოს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ არ ვართ მხოლოდ „ჩვენ“, მარტო შეერთებული შტატები. ჩვენ ვართ ბევრი ქვეყანა ევროპაში და მის მიღმაც კი, ვინც [რუსეთის აგრესიას] ძალიან ძლიერ და მტკიცე პასუხს გასცემს.

პირველი, ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავეთ ვრცელი სანქციების შემუშავებაზე ფინანსური, ეკონომიკური, ექსპორტის კონტროლის და სხვა მიმართულებით. დაწვრილებით არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. მეორე შედეგი – შემდგომი დახმარება, სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. და მესამე, თითქმის დარწმუნებით [ვამბობ], ნატოს მოუწევს გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა აღმოსავლეთ ფლანგზე.

გასაოცარი ისაა, რომ პრეზიდენტ პუტინმა, შეძლო დაეჩქარებინა ის, რისი პრევენციაც სურს. რადგან, სხვა საკითხებთან ერთად, მას შემდეგ რაც რუსეთი 2014 წელს შეიჭრა უკრაინაში და აიღო ყირიმი, დონბასი, ნატოს მოუწია გაეძლიერებინა საკუთარი თავი.

ასე რომ, ჩვენ მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ შედეგები რუსეთისთვის მაგრამ ასევე, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ, უთანხმოების დიპლომატიური გზით მოგვარების ბევრად სასურველი გზა. ვნახოთ, რომელი გზის არჩევას გადაწყვეტს პრეზიდენტი პუტინი.

ამერიკის ხმა – განიხილება თუ არა პერსონალური სანქციები ვლადიმირ პუტინისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ?

ენტონი ბლინკენი – რაც შემიძლია გითხრათ ესაა და ამას მხოლოდ მე არ ვამბობ – დიდმა შვიდეულმა, მსოფლიოს წამყვანმა დემოკრატიულმა ეკონომიკებმა, ევროკავშირმა, ნატომ, თითოეულმა როგორც ინსტიტუტებმა, როგორც ქვეყნების გაერთიანებამ განაცხადა, რომ რუსეთისთვის იქნება შესაბამისი მასიური შედეგები, თუ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გაიმეორებს.

ჩვენ ასევე ვთქვით, რომ ზომები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ, სცდება წარსულში გადადგმულ ნაბიჯებს. დეტალების შესახებ არ ვისაუბრებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ შედეგები მძიმე იქნება.

მეტი:   ანა ფოტიგა: „მე საქართველოს ნამდვილი მეგობარი ვარ და არა - მტერი“

მაგრამ, კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გავუსვა ფაქტს, რომ ბევრად უკეთესი იქნება, თუ ამ გზით წასვლა არ მოგვიწევს. ჩვენ სავსებით მზად ვართ ამის გასაკეთებლად, უპირატესად მივიჩნევთ შევხედოთ, შევძლებთ თუ არა საკითხის დიპლომატიური გზით გადაჭრას.

ამერიკის ხმა – რუსეთი ითხოვს წერილობით პასუხს საკუთარ მოთხოვნაზე, რომ ნატო უკრიანას არასდროს მიიღებს. ემზადებით წერილობითი პასუხისთვის და როგორი იქნება ის?

ენტონი ბლინკენი – როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი დიპლომატიური ჩართულობის კვირა. ახლა, როგორც რუსეთს, ასევე თითოეულ ჩვენგანს, შეერთებულ შტატებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, გვაქვს შესაძლებლობა ვიმსჯელოთ იმაზე, რაც ერთმანეთისგან მოვისმინეთ.

შეხვედრების შემდეგ, რუსეთის წარმომადგენლები სავარაუდოდ კონსულტაციებს გადიან პრეზიდენტ პუტინთან. ჩვენს შემთხვევაში, თავადავც იგივე გავაკეთეთ პრეზიდენტ ბაიდენთან. მასგავსად მოიქცნენ ევროპელები, თავის ლიდერებთან. ამ პროცესის შემდეგი ნაბიჯი არის ის, რომ მაქვს შესაძლებლობა, პარასკევს ჟენევაში, მინისტრ ლავროვს შევხვდე და ვიხილო, რა არის რუსეთის პასუხი იმაზე, რაც უკვე განვიხილეთ და ისინი მოისმენენ ჩვენგან.

იქამდე, პრეზიდენტმა ბაიდენმა დამავალა, ჩამოსვულიყავი კიევში და გამემართა კონსულტაციები ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან. ხვალ კი ბერლინში, ჩვენს უახლოს პარტნიორებთან გავმართავთ შეხვედრებს. ზუსტად ეს არის, როგორ ნაბიიჯებს ვდგამთ მთელი ამ ხნის განმავლობაში. რისეთთან ჩვენი ჩართულობისას, მანამდეც და შემდეგაც, თითოეული ნაბიჯი [პარტნიორებთან] მჭიდრო კონსულტაციის საფუძველზე გადავდგით.

ამერიკის ხმა – თუმცა, არ უპასუხეთ ჩემს შეკითხვას – ხართ თუ არა მზად, რუსეთს წარმოდგენილ მოთხოვნებზე, წერილობითი პასუხი გასცეთ?

ენტონი ბლინკენი – ახლა ჩემთვის შემდეგი ნაბიჯი საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან შეხვედრაა. ვნახოთ, სად ვიქნებით პარასკევის შემდეგ.

ამერიკის ხმა – ხედავთ რაიმე ნიშანს იმისა, რომ ამ ეტაპზე, კრემლი საკუთარ პოზიციებს ცვლის?

ენტონი ბლინკენი – ამის რაიმე სახის პირდაპირ მტკიცებულებას მე ვერ ვხედავ. სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვხედავთ რუსეთის მიერ, უკრაინის საზღვრებზე ძალების მნიშვნელოვან გაძლიერებას. როგორც ჩანს, ეს პროცესი გაგრძელდება. მეორე მხრივ, ფაქტი, რომ ჩვენ შევხდებით ჟენევაში, ფაქტი რომ ჩვენ ვიმსჯელებთ, გავცვლით მოსაზრებებს, მიმანიშნებს, რომ დიპლომატია ღია შესაძლებლობად რჩება და ჩვენ გადავწყვიტეთ ეს გაგრძელდეს რაც შეიძლება დიდხანს. ჩვენ გვურს გამოვიყენოთ დიპლომატიის ყველა შესაძლებლობა, რადგან ეს არის ბევრად უკეთესი და პასუხისმგებლიანი გზა, ამ პრობლემებთან გასამკლავებლად.

ამერიკის ხმა – ამ კრიზისისთვის, ერთადერთ ღირებულ გამოსავლად მინსკის შეთანხმება განიხილება. თუმცა, რუსეთსა და უკრაინას ამ შეთანხმების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები აქვს. რა უნდა გაკეთდეს შეთანხმების განსახორციელებლად? თუ ახლა ხელახალი მოლაპარაკების დროა?

მეტი:   “რუკა თან გქონდათ, როდესაც ამას დაეთანხმეთ?”

ენტონი ბლინკენი – მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე ხელახალი მოლაპარაკებების საჭიროება დგას. რადგან, როგორც თქვენ ამბობთ, უკვე არსებობს შეთანხმება და განსაზღვრულია მთელი რიგი მკაფიო ნაბიჯები, რომლებიც ორივე მხარემ უნდა გადადგას. ვფიქრობ, სამართლიანია იმის თქმა, რომ ამ ნაბიჯებიდან უკრაინამ ბევრი გადადგა, ან დაიწყო მისი შესრულება. ვფიქრობ, სამწუხაროდ, სამართლიანია იმის თქმა, რომ რუსეთს პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია, შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად.

ერთი დადებითი ნიშანი, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიხილეთ, როდესაც საქმე მინსკს ეხება, არის ცეცხლის შეწყვეტა, რაც აშკარად გაუმჯობესდა იმასთან შედარებით, სადაც გასულ წლებში ვიყავით. მაგრამ, რეალური კითხვა ისაა, უდგება თუ არა რუსეთი, ამის განხორციელებას სერიოზულად. თუ ეს ასეა, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამას, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამას. ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ ნორმანდიის პროცესის მხარდაჭერაში, რაშიც საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და უკრაინაა ჩართული.

ამერიკის ხმა – თქვენ ახსენეთ გერმანია, ახსენეთ ნორმანდიის ფორმატი. არის საუბარი, რომ შეერთებული შტატები შესაძლოა ნორმანდიის ფორმატს შეუერთდეს. მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა?

ენტონი ბლინკენი – არ მგონია საკითხი ისე იდგეს, შევუერთდებით, თუ არა ფორმატს. საკითხი დგას ასე, – მხარი დავუჭიროთ პროცესს, როგორც შეგვიძლია. თუ ამ საკითხზე პასუხი არის დიახ, ჩვენ სრულიად მზად ვართ ამის გასაკეთებლად. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გავუზიარეთ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, საფრანგეთსა და გერმანიას, ასევე რუსეთს და რა თქმა უნდა, უკრაინას.

ამერიკის ხმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თუ რუსეთს სურს „Nord Stream“-ის ოპერირება დაიწყოს, მას მოუწევს შეაჩეროს აგრესია უკრაინაში. არის თუ არა შეერთებული შტატები მზად, მიიღოს მილსადენის დასრულება და ამოქმედება, რათა რუსეთმა ჯარები საზღვრებიდან გაიყვანოს?

ენტონი ბლინკენი – ჩვენ განვაგრძობთ მილსადენის წინააღმდეგობას, კარგად და დიდი ხნის განმავლობაში ცნობილი მიზეზების გამო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რეალურად ძირს უთხრის ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. ეს აშკარად უზარმაზარ პოტენციულ ზიანს აყენებს უკრაინას და რუსეთს შესაძლებლობას აძლევს გვერდი აუაროს მილსადენს, რომელიც უკრაინის გავლით უკვე არსებობს. მილასადენის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა ოპერირება არ არის დაწყებული. და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები ახლა საუბრობენ იმაზე, რომ ეს მილსადენი ჩვენთვის ისეთივე, შესაძლოა უფრო დიდი ბერკეტია, როგორც რუსეთისთვის. რადგან, მოსაზრება, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას განაახლებს, ამ მილსადენში გაზი მაინც დაიწყებს დინებას, ძალზედ წარმოუდგენელია. ასე რომ, ეს საინტერესო ფაქტორია.

მეტი:   “ჯობდა სააკაშვილისთვის მოგვესმინა” - ალექსანდერ ვერშბოუ პუტინზე, საქართველოზე, უკრაინაზე, ნატოზე...

ამერიკის ხმა – რამდენიმე კითხვა უკრაინის შიდა დღის წესრიგთან დაკავშირებითაც მაქვს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ, პერსონალურად მისცა პრეზიდენტ ბაიდენს, კორუფციასთან ბრძოლის პირობა. მან პირობა დადო, რომ დანიშნავს საგანგებო ანტიკორუფციულ პროკურორს, თუმცა, ბევრი ურკაინელი ამბობს, რომ ანტიკორუფციული რეფორმის საბოტაჟს ხედავს. როგორც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორი, შეერთებული შტატები არის თუ არა კმაყოფილი რეფორმების პროგრესით? დგას თუ არა უკრაინა შეერთებული შტატების მხარდაჭერის დაკარგვის რისკის ქვეშ, თუ მთავრობა რეფორმების დღის წესრიგის კუთხით, თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს?

ენტონი ბლინკენი – ჩვენ გვქონდა საუბარი პრაქტიკულად ყველა ამ საკითხზე, მათ შორის რეფორმების საკითხზე და პრეზიდენტი ზელენსკი ატარებს რეფორმებს, მათ შორის ბოლო დროს სასამართლო რეფორმას. მაგრამ არის სხვა რამ, რაც უნდა მოხდეს, მათ შორის კომისრის დანიშვნა, რაც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს და უნდა მოხდეს. ჩვენ ველოდებით, რომ ეს მოხდება. ეს გამოწვევაა. არსებობს გარე ზეწოლა, შიდა წნეხი. მაგრამ ის [პრეზიდენტი ზელენსკი] რეფორმების გზაზე დგას. საბოლოო ჯამში, უკრაინის პროგრესი, რისი მხარდაჭერისთვისაც ჩვენ სრულებით მზად ვართ, რეფორმებზეა დამოკიდებული. ამიტომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი გააგრძელებს ამ ძალისხმევას. ჩვენ ამ ძალისხმევაში მას ზალიან ვუჭერთ მხარს. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარადჭერას, რამდენადაც ის ამ ძალისხმევას განაგრძობს.

ამერიკის ხმა – ბევრი ექსპერტი, ყოფილი დასავლელი პოლიტიკოსი გამოთქვამს ეჭვს იმის შესახებ, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პორეშონკოს წინააღმდეგ წაყენებული ღალატის ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. როგორ ფიქრობთ, ეს ბრალდება, განვითარება და პროცესი, ომის დროს გამართლებულია?

ენტონი ბლინკენი – კონკრეტული საქმის დეტალებში ვერ შევალ. რისი თქმაც შემიძლია, ეს არის – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ საქმეში, იქნება ეს თუ სხვა, პროცესები კანონის უზენაესობის შესაბამისად წარიმართოს. შერჩევითი სამართლის გარეშე. ეს არის ზოგადი წესი, რომელსაც ჩვენ ყველგან, ყველაფერს ვუსადაგებთ.

მეორე, ვფიქრობ ეს არის დრო, როცა ეროვნული ერთობა მნიშვნელოვანია სწორედ იმ საფრთხის გამო, რომელსაც რუსეთი ქმნის. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, უკრაინელები გაერთიანდნენ. რუსეთის ერთ-ერთი მეთოდია, ყურადღების გადატანის მიზნით დაყოფის მცდელობა, განხეთქილების შექმნა. უკრაინელებისთვის ერთობა მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ამას წინააღმდეგობა გაუწიონ და გამოწვევას გაუმკლავდნენ.

ამერიკის ხმა

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img