კვირა, ოქტომბერი 2, 2022

“სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს” – დავით ზალკალიანის შეხვედრა უკრაინის საელჩოში

მთავარი

უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა უკრაინის ერთიანობის დღის  ღონისძიებაზე განაცხადა, რომ არც უკრაინას და არც საქართველოს უარი არ უთქვამთ ნატოში მისწრაფებაზე. მისი თქმით, აუცილებელია ვიყოთ ერთად, რადგან ზუსტად ვიცით რა გვჭირდება.

მისი თქმით, დღეს თუ არავინ თავს არ დაესხა უკრაინას ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ არაფერი შეიცვლება. როგორც მან აღნიშნა, უკრაინა მზადაა ჰიბრიდული გამოწვევებისთვის, რომ საკუთარი ძალებით შესაძლებელია ყველაფრის გადალახვა.

მეტი:   რუსეთი "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ის გადაკეტვით იმუქრება: ევროკავშირი ალტერნატივას ეძებს

უკრაინის საელჩოში შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ვიცე-სპიკერი აჩილ თალაკვაძე.

თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, მიემართა რუსეთის პრეზიდენტისთვის უკრაინის განუყოფელი ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით.

“ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენ ვგმობთ ამ ნაბიჯს და მიგვაჩნია, რომ თუ მსგავსი გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც არსებულ მძიმე სიტუაციას და საფრთხის ქვეშ დააყენებს იმ საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლის ხელმომწერიც არის უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად” – განაცხადა ზალკალიანმა.

მეტი:   პენტაგონი: ხომალდი მოსკვა უკრაინული რაკეტების მოხვედრის შედეგად ჩაიძირა

მისივე თქმით, სუვერენულმა ქვეყნებმა თავად უნდა აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები და კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს ჩვენი ქვეყნების სწრაფვა ვიყოთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრები.

მეტი:   “ჩემთვის აშკარაა როგორ გამოიყურება პუტინის "გამარჯვების" გეგმა“ - მიხეილ სააკაშვილი

“კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით, რადგან კარგად ვიცით თავისუფლებისა და მისთვის ბრძოლის ფასი. ჩვენი დიპლომატები საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იქნებიან იქ, სადაც მუდმივად იქნება ბრძოლა თავისუფლებისა და ჩვენი ერთიანობისთვის“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის ფონზე, უკრაინაში “ერთიანობის დღე” აღინიშნა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

აშშ და დასავლეთი ცდილობენ პუტინზე ზეწოლაში ინდოეთი და ჩინეთი ჩართონ – Politico

(ACCnews) აშშ და მისი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ გააერთიანებენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა გაუგზავნონ უტყუარი გზავნილი ვლადიმერ პუტინს: ბირთვული იარაღის გამოყენება...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img