Friday, February 3, 2023

ჯო ბაიდენი: “მზად ვარ პუტინთან სასაუბროდ, თუ ის რეალურადაა დაინტერესებული ომის დასრულებით”

მთავარი

(ACCnews) აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ნამდვილად დაინტერესებულია ომის დასრულებით, მზადყოფნას გამოთქვამს, მას ესაუბროს.

როგორც მან ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პუტინთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ნატო-ს მოკავშირეებთან კონსულტაციით გამართავს.

მეტი:   მედია და სამართალდამცველები - სემინარი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

„ბატონ პუტინთან დაკავშირების გეგმა არ მაქვს, მაგრამ მზად ვარ ბატონ პუტინთან სასაუბროდ, თუ ის რეალურადაა დაინტერესებული ომის დასრულების გზის გამოძებნით. მას ეს ჯერ არ გაუკეთებია“, – განაცხადა ბაიდენმა.

მეტი:   კელი დეგნანის შეფასებით სამოქალაქო სექტორზე პოლიტიკოსების თავდასხმები გასაკვირია

მისი თქმით, უკრაინის ომის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პუტინი ქვეყნის ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანს.

„ეს ომი შეიძლება დასრულდეს ერთი რაციონალური გზით – თუ პუტინი გაიყვანს ჯარებს უკრაინიდან. როგორც ჩანს, ის ამას არ აპირებს. ის ძალიან მძიმე ფასს იხდის ამისთვის“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მეტი:   "ჩვენ ენერგეტიკული კრიზისი გვაქვს, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილების შედეგი რუსეთისთვის გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე ჩვენთვის"- პეტერ ფიშერი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img