კვირა, ოქტომბერი 2, 2022

ნიურნბერგის სასამართლოს ბოლო, ცოცხალი პროკურორი ამბობს, რომ პუტინი ციხეში უნდა იჯდეს

ნიურნბერგის სასამართლო პროცესის უკანასკნელმა ცოცხალმა პროკურორმა, ბენჟამინ ფერენცმა თქვა, რომ თავი განადგურებულად იგრძნო, როდესაც გაიგო, რომ პუტინის ძალებმა, სამშაბათს,  ფაშისტების მიერ მოკლული 33,771 ებრაელის საფლავები ააფეთქეს.

მთავარი

ბენჟამინ ფერენცი მომავალ კვირას 102 წლის გახდება, მაგრამ მის ხმაში, სიბრაზის ძალა გაცილებით ახალგაზრდაა.

იმ 22 ნაცისტიდან ორი, რომელიც მან მაშინ გაასამართლა, პასუხისმგებელნი იყვნენ დაახლოებით ორი მილიონი ადამიანის სიკვდილზე, და სწორედ ისინი იყვნენ 1941 წლის სექტემბერში, კიევში, “ბაბინ-იარის” ხოცვა-ჟლეტის არქიტექტორები.

მეტი:   აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გმობს ვლადიმერ პუტინს, როგორც ომის დამნაშავეს

გასულ კვირას ჰააგის ტრიბუნალის (ICC)  განცხადებამ, უკრაინაში რუსეთის დანაშაულების გამოძიების დაწყების შესახებ, მას სამართის იმედი გაუჩინა.

„დანაშაულები, რომლებიც ახლა უკრაინის წინააღმდეგ ხორციელდება, არის ადამიანური საზოგადოების სირცხვილი, პასუხისმგებელმა აგრესიაზე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე და მკვლელობებზე უნდა აგოს პასუხი. როგორც კი დაიწყებენ კრიმინალების სასამართლოში გაყვანას მით უფრო ბედნიერები ვიქნებით“.

მეტი:   აშშ-ს ელჩი საქართველოში: "სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას მკაცრი მოთხოვნები აქვს"

რუსეთი არ აღიარებს ჰააგის ტრიბუნალს.

მაგრამ ბატონი ფერენცი დარწმუნებულია, რომ პუტინი შეიძლება დააპატიმრონ – შესაძლოა აქ, ბოსნიის სერბების ლიდერის, რადოვან კარაჯიჩის მსგავსად.

”ეს ძალიან რეალისტურია”, – თქვა ფერენცმა, მისი ახლანდელი ფლორიდის სახლიდან. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ამის გაკეთების გადაწყვეტილება, ისინი არ ცხოვრობენ მთვარეზე.

მეტი:   "მნიშვნელოვანია, რომ ამ საერთო ბრძოლაში უკრაინა და საქართველო ერთმანეთს ზურგს უმაგრებენ" - დმიტრო კულება

მე მინდა პუტინი გისოსებს მიღმა ვნახო, ეს შესაძლებელია.

ბატონი ფერენცი გამძლეა. მას მიაჩნია, რომ ომის დანაშაულების გამოძიებამ შესაძლოა შეაფერხოს რუსეთი, რადგან მათ ეცოდინებათ, რომ „საერთაშორისო თანამეგობრობა აპირებს მათ პასუხისგებაში მიცემას“.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

აშშ და დასავლეთი ცდილობენ პუტინზე ზეწოლაში ინდოეთი და ჩინეთი ჩართონ – Politico

(ACCnews) აშშ და მისი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ გააერთიანებენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა გაუგზავნონ უტყუარი გზავნილი ვლადიმერ პუტინს: ბირთვული იარაღის გამოყენება...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img