შაბათი, დეკემბერი 3, 2022

“საქართველო კატეგორიულად გმობს და მისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული რეფერენდუმები” – პრეზიდენტი

მთავარი

(ACCnews) “საქართველო კატეგორიულად გმობს და მისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული რეფერენდუმები,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ეს ცინიკურად არღვევს საერთაშორისო სამართლისა და უკრაინელი ხალხის ნებას, რომელიც გმირულ ბრძოლას აგრძელებს.

მეტი:   "ძნელია წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს" - საქართველოს პრეზიდენტი

“ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას – დღეს, როდესაც სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა, ეს სიტყვები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რადგან ამას ამბობს ერი, რომელმაც იცის რა არის ოკუპაციის ტკივილი,” – წერს ზურაბიშვილი.

მეტი:   "მზად ვართ, განვიხილოთ ნეიტრალიტეტი, თუმცა რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

ცნობისთვის, უკრაინის ოთხი ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. “რეფერენდუმები” 23-27 სექტემბერს გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა “რეფერენდუმების” შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რუსეთთან შეერთებას “კენჭისყრაში” მონაწილეების დიდი ნაწილი უჭერს მხარს.

მეტი:   Reuters: დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები უკრაინაში უფრო მეტი ლეტალური იარაღის გაგზავნაზე შეთანხმდნენ
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img