კვირა, ოქტომბერი 2, 2022

USAID-მა რეგიონში მეღვინეობას მხარდაჭერა გამოუცხადა

მთავარი
(ACCnews) “ეწვიეთ რაჭის მარნებს!” – ასე მიმართეს რაჭის ღვინის მწარმოებლებმა ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს, რომლებიც ბევრს მუშაობენ, რათა თავიანთი უნიკალური ღვინოები გააცნონ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს.
USAID ერთ-ერთ ასეთ მეღვინეობას დაეხმარა, ჭრებალოს მარანს, სადაც ამ ულამაზეს ადგილას სამზარეულოსა და რესტორნის დამატებაში შეუწყო ხელი და კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა ტურისტებისთვის მარანი.
სტუმრებს უკვე შეუძლიათ მივიდნენ, დააგემოვნონ ღვინოები და ადგილობრივად წარმოებული სხვა პროდუქცია, დაბრუნდნენ სახლში და მსოფლიოს გააცნონ უგემრიელესი რაჭული ღვინოები და რეგიონის ულამაზესი ბუნება.
დაგეგმეთ უქმეები და ეწვიეთ რაჭას, რადგან კიდევ უფრო მეტი მეღვინე ქმნის მსგავს მარანს.
“USAID-ს მიერ ჭრებალოს მარნის მხარდაჭერა ჩვენი საქართველოსთან 30 წლიანი პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითია, რაც საქართველოს რეგიონებში სამუშაო ადგილებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას ემსახურება”, – აღნიშნულ ციტატას საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
მეტი:   "დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან" - ნედ პრაისი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

აშშ და დასავლეთი ცდილობენ პუტინზე ზეწოლაში ინდოეთი და ჩინეთი ჩართონ – Politico

(ACCnews) აშშ და მისი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ გააერთიანებენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა გაუგზავნონ უტყუარი გზავნილი ვლადიმერ პუტინს: ბირთვული იარაღის გამოყენება...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img