Friday, February 3, 2023

აშშ-მა შესაძლოა უკრაინელი სამხედროების საბრძოლო მომზადება მნიშვნელოვნად გააფართოვოს

მთავარი

(ACCnews) აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს გერმანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე უკრაინელი დამცველების მომზადების მნიშვნელოვნად გაფართოების შესაძლებლობას. საუბარია ყოველთვიურად 2500 სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე.

CNN-ის ცნობით, აშშ-ის ხელისუფლება გეგმავს არა მხოლოდ გაზარდოს უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც გაივლიან წვრთნას, არამედ შეცვალოს თავად მებრძოლების მომზადებისადმი მიდგომა.

მეტი:   აშშ-ის საელჩო: "ყვარლის ამერიკული თარო ახალ სივრცეში გელოდებათ"

ახალი პროგრამის მიხედვით, აშშ დაიწყებს უკრაინელი ჯარისკაცების მნიშვნელოვნად უფრო დიდი ჯგუფების წვრთნას უფრო რთულ საბრძოლო ტაქტიკაში, მათ შორის ქვეითი მანევრების კოორდინაცია საარტილერიო მხარდაჭერით.

გამოცემის წყარო აღნიშნავს, რომ ეს ტრენინგი იქნება “ბევრად ინტენსიური და ყოვლისმომცველი” ვიდრე ის, რაც უკრაინელმა სამხედროებმა პოლონეთში ან დიდ ბრიტანეთში მიიღეს.

მეტი:   "საქართველო გმობს რუსეთის მხრიდან უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების აღიარებას" - სალომე ზურაბიშვილი

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა ხელი მოაწერა კონტრაქტს უკრაინისთვის NASAMS საზენიტო-სარაკეტო სისტემების წარმოებაზე 1,2 მილიარდი დოლარის ოდენობით. საუბარია ექვსი საჰაერო თავდაცვის სისტემის წარმოებაზე.

გარდა ამისა, შეერთებული შტატები განიხილავს უკრაინაში პატრიოტის სარაკეტო თავდაცვის სისტემის გადაცემას, რათა მხარი დაუჭიროს საჰაერო თავდაცვის ძალებს რუსეთის თავდასხმების წინააღმდეგ. CNN-ის წყარომ განუცხადა გამოცემას, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება შეერთებული შტატების “უმაღლესი პრიორიტეტია”.

მეტი:   "დასავლეთი მზად უნდა იყოს მეტის გასაკეთებლად, იმ შემთხვევაშიც, თუ ფასის გადახდა მოგვიწევს"– სტოლტენბერგი 

მანამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები უკრაინას გადასცემს 53 მილიონ დოლარს, რათა სასწრაფოდ შეიძინოს აღჭურვილობა, რომელიც უკრაინასრუსეთის ფედერაციის მასიური თავდასხმების შედეგად დაზიანებული ენერგოსისტემის აღსადგენად სჭირდება.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img