შაბათი, დეკემბერი 3, 2022

რესპუბლიკელებმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, სენატზე კონტროლს დემოკრატები ინარჩუნებენ

მთავარი

(ACCnews) აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების მიხედვით, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკურმა პარტიამ 218 ადგილი აიღო, რითაც უმრავლესობა მოიპოვა.

წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად მინიმუმ სწორედ 218 მანტადი იყო საჭირო.

მეტი:   აშშ-მა შესაძლოა უკრაინელი სამხედროების საბრძოლო მომზადება მნიშვნელოვნად გააფართოვოს

თუმცა, შუალედური არჩევნების ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

პროგნოზირებენ, რომ 435-მანდატიან წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკური პარტია“, საბოლოო ჯამში, 223 ადგილს მოიპოვებს. ამ დროისთვის დემოკრატები გარანტირებულად 210 ადგილს ფლობენ.

მეტი:   კელი დეგნანი სამცხე-ჯავახეთში რადიო NOR-ს ეწვევა

რაც შეეხება სენატს, აქ უმრავლესობის შენარჩუნება დემოკრატებმა შეძლეს. ამ დროისთვის მათ უკვე 50 ხმა აქვთ. არჩევნების მეორე ტური ჯორჯიის შტატში უნდა გაიმართოს. თუმცა, მის შედეგს ძალთა ბალანსზე გავლენა აღარ ექნება.

მეტი:   ბადრი ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img