კვირა, ოქტომბერი 2, 2022

“აშშ-ის მიერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად აღიარებამ შესაძლოა, უკრაინისა და მსოფლიოსთვის გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს” – კარინ ჟან-პიერი

მთავარი

(ACCnews) “თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორად დასახელება საუკეთესო გზა არ არის.” – ამის შესახებ თეთრის სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე ისაუბრა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის მიერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად აღიარებამ შესაძლოა, უკრაინისა და მსოფლიოსთვის გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს და სერიოზული გავლენა მოახდინოს უკრაინის რაიონებში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე.

მეტი:   "ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ნაცრისფერ ზონაში ვართ - დასავლეთსა და რუსეთს შორის"- ზელენსკი ნატო-ს ლიდერებს

„ამ ნაბიჯმა შესაძლოა, კრიტიკული მნიშვნელობის ჰუმანიტარულ და კომერციულ მოთამაშეებს პრობლემა შეუქმნას საკვების ექსპორტში, გლობალური საკვების კრიზისის შემსუბუქებაში და ძირი გამოუთხაროს შავი ზღვის საპორტო შეთანხმებას, რომელმაც უკვე უზრუნველყო მილიონ ტონაზე მეტი უკრაინული საკვების ექსპორტით მსოფლიოსთვის მიწოდება, მათ შორის აფრიკისთვის. ეს ასევე გააუფასურებს ჩვენ უპრეცედენტო პირობას, რომელიც იყო ეფექტური პუტინის წინააღმდეგ. ამან შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ჩვენ შესაძლებლობას უკრაინის დახმარების კუთხით მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

მეტი:   რუსები აზოვსტალში შეღწევას ცდილობენ
მეტი:   "უკრაინაში ომი მოსკოვის გეგმის მიხედვით არ მიდის" - იენს სტოლტენბერგი

ცნობისათვის, ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა იყოს თუ არა რუსეთი აღიარებული ტერორიზმის სპონსორად,აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა „არა“.

შეგახსენებთ, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას უკრაინის ხელისუფლება ითხოვს.

აშშ–ის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოებად ოფიციალურად ჰყავს აღიარებული კუბა, ირანი, სირია და ჩრდილოეთ კორეა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

აშშ და დასავლეთი ცდილობენ პუტინზე ზეწოლაში ინდოეთი და ჩინეთი ჩართონ – Politico

(ACCnews) აშშ და მისი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ გააერთიანებენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა გაუგზავნონ უტყუარი გზავნილი ვლადიმერ პუტინს: ბირთვული იარაღის გამოყენება...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img