კვირა, ოქტომბერი 2, 2022

აშშ-ის საელჩო: ბანაკი, რომელიც ზაფხულის საუკეთესო თავგადასავალი აღმოჩნდა

მთავარი
(ACCnews) “ამასწინათ მოგიყევით მრაველფეროვან შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველოში ამერიკული სივრცეები ახალგაზრდებს სთავაზობს. სახალისო, შემეცნებითი აქტივობებითა და საინტერესო სტუმრებით დახუნძლული საზაფხულო ბანაკი ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობაა, რომელსაც სიხარულით დავუჭირეთ მხარი. მონაწილეებმა გვითხრეს, რომ ბანაკი ზაფხულის საუკეთესო თავგადასავალი აღმოჩნდა. მათ შეიძინეს ახალი მეგობრები, ახალი გამოცდილებები და ბევრი ისეთი რამ ისწავლეს, რაც თვითგანვითარებაში დაეხმარებათ”, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
საელჩო განსაკუთრებულ მადლობას უხდის ქუთაისის ამერიკულ კუთხეს ღონისძიების მასპინძლობისთვის და მომხსენებლებს: გიორგი ქადაგიძეს, გიორგი ხვედელიანს, დავით ხვადაგიანს, ემზარ ჯგერენაიას, ირაკლი ხვადაგიანს, ლევან ბერძენიშვილს, ლევან ღამბაშიძეს, მამუკა საფარიძესა და ქეთი დევდარიანს.
“დიდი მადლობა ქრისტინე მაღლაკელიძესა და ანა შალიკიანს საქართველოს ლაბორატორია • Laboratory of Georgia-დან ბანაკის პროგრამული ნაწილის შედგენისთვის და გიორგი ბეჟანიშვილს ბანაკის შთამბეჭდავად აღბეჭდისათვის”, – ვკითხულობთ გავრცელებულ წერილში.
მეტი:   აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში: "არც ერთ ოლიგარქს არ უთამაშია ისეთი როლი, როგორიც ივანიშვილს"
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

აშშ და დასავლეთი ცდილობენ პუტინზე ზეწოლაში ინდოეთი და ჩინეთი ჩართონ – Politico

(ACCnews) აშშ და მისი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ გააერთიანებენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა გაუგზავნონ უტყუარი გზავნილი ვლადიმერ პუტინს: ბირთვული იარაღის გამოყენება...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img