კვირა, ოქტომბერი 2, 2022

ოცი პროექტი აშშ-ის მთავრობისგან საქართველოს სხვადასხვა საგანძურის გადასარჩენად

მთავარი
(ACCnews) “რაჭა უდავოდ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა, როგორც თვალწარმტაცი პეიზაჟების, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის სიმდიდრის გამო. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას”, – აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საელჩოს სახელით გამოთქვა მზაობა რაჭაში პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად.
მასპინძლებს, ასევე, ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის შესახებაც უამბო, რომლის მეშვეობითაც საქართველოს არაერთი ისტორიული ძეგლი შენარჩუნდა. დღემდე, ამერიკის მთავრობას ოცი პროექტი $2 მილიონით აქვს დაფინანსებული საქართველოს სხვადასხვა საგანძურის გადასარჩენად.
“მადლობას ვუხდით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძეს, სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე ქრისტინე კობახიძესა და მოადგილე ლაშა ჭიჭინაძეს საინტერესო შეხვედრისთვის, თანამშრომლობისა და მასპინძლობისთვის. აგრეთვე, დიდი მადლობა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვედრაში მონაწილეობისათვის”, – აღნიშნულ ციტატას საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
მეტი:   შარლ მიშელი რუს ჯარისკაცებს, რომლებიც რუსეთის ბრძანებებს არ დაემორჩილებიან, ევროპაში თავშესაფარს სთავაზობს
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

აშშ და დასავლეთი ცდილობენ პუტინზე ზეწოლაში ინდოეთი და ჩინეთი ჩართონ – Politico

(ACCnews) აშშ და მისი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ გააერთიანებენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა გაუგზავნონ უტყუარი გზავნილი ვლადიმერ პუტინს: ბირთვული იარაღის გამოყენება...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img