(
ACCnews) “ვინაიდან ამ კვირაში დედამიწის დღეს აღვნიშნავთ, საელჩოში სპიკერების ვირტუალურ პროგრამას ვუმასპინძლეთ. პროგრამის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ჩაერთვნენ გარემოს დაცვის საკითხების შესახებ დისკუსიაში, კერძოდ, განიხილეს, როგორ უწყობს ხელს გარემოს დაცვა ეკონომიკურ ზრდას, ენერგოუსაფრთხოებასა და პლანეტის ჯანმრთელობას” – ნათქვამია საქართველოში
აშშ-ის საელჩოს ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.