შაბათი, დეკემბერი 3, 2022

“ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ უკრაინა არ დაამარცხებს პუტინს” – ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

მთავარი

(ACCnews) ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტს ამზადებს.

როგორც მან ფინეთში ვიზიტის დროს განაცხადა, ევროკავშირი მუშაობს იმაზე, რომ რუსეთს “მტკინვეულ ადგილას დაარტყას.”

მეტი:   "ნატოს წევრებს "მწვანე შუქი" აქვთ უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე" - ენტონი ბლინკენი

„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავარტყათ რუსეთს, სადაც მტკივნეულია, რათა კიდევ უფრო დავასუსტოთ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების მისი უნარი. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მე-9 პაკეტზე“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

მეტი:   ლავროვი: რუსეთი ემზადება, რომ "არამეგობრული" ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა შეუზღუდოს

მისი თქმით, ევროპა ვერ დაისვენებს, სანამ უკრაინა პუტინს არ დაამარცხებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე დავამტკიცებთ რუსეთის ნავთობის გლობალურ ფასზე ზედა ზღვარს „დიდ შვიდეულთან“ და სხვა მთავარ პარტნიორებთან ერთად. ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ უკრაინა არ დაამარცხებს პუტინს და მის უკანონო და ბარბაროსულ ომს“, – აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

მეტი:   ევროპარლამენტმა უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდამჭერი განცხადების პროექტი შეიმუშავა
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img