შაბათი, დეკემბერი 3, 2022

“თუ უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსეთი პოზიციებს კვლავ დაკარგავს, შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს” – Politico

მთავარი

(ACCnews) ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თუ მისი ჯარები გააგრძელებენ ტერიტორიის დაკარგვას, შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენოს უკრაინაში. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ექვს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, თეთრი სახლიდან და თავდაცვის დეპარტამენტიდან.

მეტი:   ისრაელი, მოკავშირე ქვეყნების გავლით, უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას დათანხმდა

გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე აშშ-ს დაზვერვას არ გააჩნია ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა უკრაინაში ქიმიური თავდასხმის გარდაუვალობაზე. თუმცა, პენტაგონმა შემოდგომით აღმოსავლეთ ევროპაში გაგზავნა ჯგუფები, რომლებმაც ქიმიური ან ბიოლოგიური საფრთხის შემთხვევაში, შეიარაღებულ ძალებს სამოქმედო პროცედურები გააცნეს. ასევე აშშ-მა კიევს ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული დაცვის საშუალებები მიაწოდა.

მეტი:   "გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით, 10 თვე დასჭირდება" - სააკაშვილი

ამ საკითხზე მომუშავე ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, მიმართოს ქიმიური იარაღის გამოყენებას, მათ შორის იმ ქიმიური იარაღის, რომელიც ალექსეი ნავალნის მოწამვლისთვის გამოიყენეს.

მეტი:   მეოთხე გარდაცვლილი ტოპ მენეჯერი "გაზპრომში" - იური ვორონოვი საკუთარ აუზში გარდაცვლილი იპოვეს

ოფიციალური პირების ეჭვობენ, რომ რუსეთს შეუძლია ზოგიერთი ქიმიკატი გადაიქცეს აეროზოლად და გამოიყენოს საბრძოლო მასალაში, რათა ზიანი მიაყენოს ადამიანთა დიდ ჯგუფს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img