კვირა, ოქტომბერი 2, 2022

აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს აშშ-მა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა

მთავარი

(ACCnews) აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. ინფორმაციას თავად ლაშა თორდია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ოთხ წლიანი პროცესის ბოლოს მომენიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი! პერსონალური მადლობა ეკა ეგუტიას და ნინია პატარაიას. Ek law office საუკეთესო საადვოკატო კომპანია“, – წერს თორდია სოციალურ ქსელში.

მეტი:   "აშშ დარწმუნებულია უკრაინის მთავრობის ვალდებულებაში, სათანადოდ დაიცვას და აღრიცხოს ამერიკული წარმოების იარაღი" - ბონი დენის ჯენკინსი

შეგახსენებთ, რომ ლაშა თორდიამ საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გამართლების შემდეგ დატოვა.

მეტი:   ქართველი ქალი, რომელიც FBI-ს აკადემიაში ისწავლის

საქმე ეხება 2017 წლის მაისში რესტორან “ელ ცენტროში” მომხდარ ამბავს. ლაშა თორდიას განცხადებით, ფარცხალაძე მას ათობით ადამიანის თვალწინ დაესხა თავს. რადგან იმ პერიოდში აუდიტის სამსახური ყოფილი მთავარი პროკურორის კომპანიასა და თბილისის მერიას შორის გარიგების დეტალებს იკვლევდა.

მეტი:   OPEC-ის გენერალური მდივანი მოჰამედ ბარკინდო გარდაიცვალა

სასამართლომ ოთარ ფარცხალაძე უდანაშაულოდ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ საქმეზე დამნაშავედ იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, მიხეილ ჩოხელი. მას 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

აშშ და დასავლეთი ცდილობენ პუტინზე ზეწოლაში ინდოეთი და ჩინეთი ჩართონ – Politico

(ACCnews) აშშ და მისი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ გააერთიანებენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა გაუგზავნონ უტყუარი გზავნილი ვლადიმერ პუტინს: ბირთვული იარაღის გამოყენება...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img