შაბათი, დეკემბერი 3, 2022

“უკრაინა აშშ-ს გადაწყვეტილებას ელის, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორად” – რუსლან სტეფანჩუკი

მთავარი

(ACCnews) უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან ელის გადაწყვეტილებას, აღიაროს რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად. ამის შესახებ უმაღლეს რადას ხელმძღვანელმა რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება (რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის სპონსორად აღიარების შესახებ – რედ.) იქნება დიდი კატალიზატორი მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით ასეთ გადაწყვეტილებას, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ხანგრძლივი დისკუსია და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთი სტატუსი – ან შესაძლოა სხვა სპეციალური სტატუსი – მიენიჭება რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.

მეტი:   ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააანონსა
მეტი:   მედია: საერთაშორისო დონორები უკრაინისთვის 9,1 მილიარდ ევროს გამოყოფენ

რადას ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ტერორიზმის სპონსორის სტატუსი სამართლებრივ შედეგებს გამოიწვევს.

ამასთან, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთის ფედერაციის ევროპარლამენტის მიერ ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარება გადამწყვეტი იქნება ანტირუსული სანქციების მეცხრე პაკეტის სიის ფორმირებაში.

მეტი:   რუსეთი ქვეყნიდან ამერიკელ დიპლომატებს აძევებს

შეგახსენებთ, 23 ნოემბერს ევროპარლამენტმა რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img