(ACCnews) შვედეთი უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას და სხვა დახმარებას გაუგზავნის.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის განცხადებით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც შვედეთი 1939 წელს, ფინეთში საბჭოთა შეჭრის შემდეგ, კონფლიქტურ ქვეყანას იარაღს გაუგზავნის.
პრემიერის ინფორმაციით, გადაზიდვები მოიცავს 5000 ტანკსაწინააღმდეგო ერთჯერადი გამოყენების გამშვებს, 5000 ცალ ჯავშანს, 5000 ჩაფხუტს და 135 000 შეკვრა მშრალ ულუფას.
ცნობისთვის, ევროკავშირმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო. ის ასევე, რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს.