შაბათი, დეკემბერი 3, 2022

სააკაშვილი სასამართლოდან: “ლეხ კაჩინსკის დაკრძალვაზე ჩასვლის გამო მიპირებენ პატიმრობის ვადის გაგრძელებას”

მთავარი

(ACCnews) ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვა პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის გახსენებით დაიწყო და განაცხადა, რომ მისი დაკრძალვის ცერემონიაზე წასვლის ხარჯები ე.წ. პიჯაკების საქმეშია შეტანილი, რასაც “აბსურდის თეატრს” უწოდებს.

როგორც სააკაშვილმა პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ხელისუფლება მისთვის პატიმრობის ვადის გაგრძელებას სწორედ ლეხ კაჩინსკის დაკრძალვაზე წასვლის გამო აპირებს.

“ბათუმში ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნეს. დღემდე ყველა პოლონელს ახსოვს, როგორ ჩავედი კაჩინსკის გასვენებაში. მე ვიყავი ერთადერთი არა ოჯახის წევრი, ვინც დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ეს ეპიზოდი ჩადებულია პიჯაკების საქმეში და აპირებენ 11 წელი მომისაჯონ. ამაზე დიდი აბსურდის თეატრი მსოფლიოში იშვიათად თუ ვინმეს უნახავს. ლეხ კაჩინსკის ძეგლებს უხსნიან და მე დაკრძალვაზე ჩასვლის გამო მიპირებენ, რომ პატიმრობის ვადა გამიგრძელონ,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მეტი:   ამ დროის მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 211 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 198 მანდატი მოიპოვეს

სააკაშვილი პარალელს უკრაინის პრეზიდენტთან ავლებს და ამბობს, რომ ისეთივე აბსურდია მის მიმართ წაყენებული ბრალი, როგორიც იქნებოდა, ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენიმე წელიწადში მაისურის გამო ბიუჯეტის თანხის გაფლანგვა მოედაონ.

მეტი:   "პეტრე პირველი რუსეთის ტერიტორიებს აბრუნებდა, როგორც ჩანს, ჩვენც გვერგო წილად ტერიტორიების დაბრუნება და განმტკიცება" - ვლადიმერ პუტინი

​”მე გავზარდე ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტის გაფლანგვას მედავებიან. როგორც სცენარისტმა მითხრა, ზელენსკიმ ფილმი მეტწილად დაფუძნებულია ჩემი პრეზიდენტობის ეტაპებზე და წარმოიდგინეთ, რამდენიმე წელიწადში ზელენსკის რომ უთხრან, მერე რა რომ შენი ქვეყანა გადაარჩინე, მაისური რომ გეცვა, ის არის ფულის გადახარჯვა”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მეტი:   "ეს სისასტიკის და არაადამიანობის გამოვლინება დატოვებულია მთელი მსოფლიოს დასანახად, უბოდიშოდ" - ჯო ბაიდენი ბუჩაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, საგამოძიებო უწყება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების დიდი ოდენობით – – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img