შაბათი, დეკემბერი 3, 2022

“ბირთვული იარაღის გამოყენება საბოლოოდ გამოირიცხა, სხვა კოზირი ოკუპანტებს აღარ რჩებათ“ – მიხეილ სააკაშვილი

მთავარი

(ACCnews) “ბირთვული იარაღის გამოყენება საბოლოოდ გამოირიცხა, სხვა კოზირი ოკუპანტებს აღარ რჩება“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

სააკაშვილი უკრაინაში არსებულ ვითარებასთან ეხმაურება და აცხადებს, რომ ხერსონის მოვლენებმა რუსეთის დამხობის გზა კიდევ უფრო დააჩქარა.

„ხერსონის ისტორიული გამარჯვების და დნეპრის მარჯვენა სანაპიროს გათავისუფლების შემდეგ, ჩვენი არმია არ ჩერდება და უკვე მარცხენა ნაპირზე გადავიდა და გაათავისუფლა ქალაქები ოლეშკი და გოლა ფრისტანი. ასევე, სტრატეგიული კიმბურგის ნახევარკუნძული, რომელიც პირდაპირ მიბჯენილია ყირიმს. ძალიან საინტერესო განვითარება ხდება შეტევის ლუგანსკის ოლქში, იქ ჩვენებმა ალყა დაარტყეს სტრატეგიულ ქალაქ სვატოვის, ხოლო სამხრეთით რუსებმა დაიწყეს ქალაქების სევეროდონეცკის, კრემენაიას და რუბეჟნოეს ევაკუაცია, რაც ნიშნავს, რომ სულ მალე ეს ქალაქები (მათ შორის ყველაზე მსხვილია სევეროდონეცკი, სადაც ომამდე 200 ათასამდე მცხოვრები იყო) მალე გათავისუფლდება. ამის შემდეგ ჩვენები მიადგებიან თავად ქალაქ ლუგანსკს. ხერსონმა მოვლენები ძალიან დააჩქარა. რუსეთი შეიძლება ბევრად ადრე დაემხოს, ვიდრე ბევრს ჰგონია. ჩვენ ვართ იმპერიის ჩამოშლის მოწმეები, რაც დიდი საოცრებაა. დიდება უკრაინას!

მეტი:   "ჩვენი ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ" - მარინა კალიურანდი
მეტი:   შს მინისტრის ცნობით, ხერსონის ოლქში სამართალდამცავებმა 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

P.S კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ამბავი – ბირთვული იარაღის გამოყენება საბოლოოდ გამოირიცხა – ჩინეთის და ამერიკის პრეზიდენტების საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუშვებელია ბირთვული იარაღის გამოყენება და გამოყენების მუქარა. ამის შემდეგ უკვე დიდი ალბათობით მუქარასაც აღარ გავიგებთ და სხვა კოზირი ოკუპანტებს აღარ რჩება“, – აცხადებს სააკაშვილი.

მეტი:   "გამორიცხულია ღარიბაშვილს ეს წერილი დაეწერა" - გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრის წერილზე
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img