Friday, February 3, 2023

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

მთავარი

(ACCnews) „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს, თუმცა დასძენს, რომ ამ ნაბიჯს “ქართული ოცნება” არ გადადგამს.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, მოსალოდნელი იყო, რომ  „ქართული ოცნება“ არ გაითვალისწინებდა, მათ შორის, არც უცხოელი ექსპერტების დასკვნას.

მეტი:   ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. "დამოუკიდებლობა" აღიარა

„მიხეილ სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის  მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ არის პოლიტიკურად დევნილი. მოსალოდნელი იყო, რომ „ქართული ოცნება“ არ გაითვალისწინებდა, მათ შორის, არც უცხოელი ექსპერტების დასკვნას. ამაში ახალი არაფერია. მიხეილ სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის  მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ არის პოლიტიკურად დევნილი.

მეტი:   "ეს არის ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობა"- რატი იონათამიშვილი პოდოლიაკის განცხადებაზე

„ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯის გადამდგმელი არ არის, რადგან სხვანაირი მენტალიტეტის ხალხია. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს იქნება უკან დახევა და სისუსტის ჩვენება. ამ ნაბიჯს არ გადადგამენ, სანამ მეორე მხარეს არ იქნება ანგარიშგასაწევი ძალა, რომელიც აიძულებს, რომ ეს ნაბიჯი გადადგას. ამ ძალის შექმნას სჭირდება ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ერთობა“, – აღნიშნავს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი.

მეტი:   "ამ წლის დასაწყისიდან ივანიშვილმა 600 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა"
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img