შაბათი, დეკემბერი 3, 2022

ხერსონში რუსებმა საკუთარი გარდაცვლილი ჯარისკაცები ნაგავსაყრელზე დაწვეს – The Guardian

მთავარი

(ACCnews) რუსმა დამპყრობლებმა საკუთარი გარდაცვლილი ჯარისკაცები ხერსონის ნაგავსაყრელზე დაწვეს. ამის შესახებ The Guardian თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ხერსონის ოკუპაციის დროს დამპყრობლებმა მკაცრად შეზღუდეს წვდომა ქალაქის ნაგავსაყრელზე.

რამდენიმე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა  The Guardian-ს განუცხადა, რომ შემაშფოთებელი საიდუმლოების მიზეზი ის იყო, რომ საოკუპაციო ძალები საშინელ ახალ ამოცანას ასრულებდნენ იქ: თავიანთი ძმების ცხედრების გადაყარეს და დაწვეს.

მეტი:   რუსეთმა ყაზახეთიდან ევროპაში ნავთობის ტრანზიტი შეაჩერა

ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, რუსული ღია სატვირთო მანქანებით ნაგავსაყრელზე რეგულარულად მოჰქონდათ შავი ჩანთები, რომლებსაც შემდგომ ცეცხლს უკიდებდნენ, იქიდან კი სქელი კვამლი და დამწვარი ხორცის სუნი გამოდიოდა.

მეტი:   CBS News: აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა მეთაურებმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება მიიღეს

„ყოველთვის, როცა ჩვენი არმია რუსებს ესროდა, გარდაცვლილები ნაგავსაყრელზე მოჰქონდათ და წვავდნენ“, – ამბობს ხერსონის მკვიდრი 40 წლის ირინა.

მეტი:   "თუ უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსეთი პოზიციებს კვლავ დაკარგავს, შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს" - Politico

The Guardian აღნიშნავს, რომ ნაგავსაყრელზე ჯერ კიდევ ბევრი რუსული დროშა, ჩაფხუტი და სამხედრო ფორმაა ნაპოვნი.

შეგახსენებთ, ხერსონი რუსებმა მარტის დასაწყისში აიღეს. 11 ნოემბერს კი უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქი კონტროლის ქვეშ დაიბრუნეს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img