კვირა, ოქტომბერი 2, 2022

რუსეთმა მილსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 1”-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა

მთავარი

(ACCnews) რუსეთმა მილსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 1”-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება მთლიანად შეაჩერა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია, „გაზპრომი“ განმარტავს, რომ მილსადენზე შეზღუდვები მილსადენზე სარემონტო სამუშაოების გამო დაწესდა და სამ დღეს გაგრძელდება.

მეტი:   "უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მთელ მსოფლიოში საწვავისა და სურსათის ფასები გაზარდა" - ჯო ბაიდენი

“ჩრდილოეთის ნაკადი 1”-ის მილსადენით ბუნებრივი აირი რუსეთიდან გერმანიას ბალტიის ზღვის გავლით მიეწოდება. ის 2011 წელს გაიხსნა და რუსეთიდან გერმანიაში დღეში მაქსიმუმ 170 მილიონი კუბური მეტრი გაზის გაგზავნა შეუძლია.

მეტი:   "იმედი მაქვს, რომ ისინი ჩვენს მოწვევას მიიღებენ და მათ სტამბოლში შეკრებას შევძლებთ" - ერდოღანი პუტინისა და ზელენსკის შესაძლო შეხვედრაზე

მილსადენი ივლისში 10 დღით დაიხურა, რის მიზეზადაც ყოველწლიური გეგმური ტექნიკური სამუშაოები დასახელდა. მილსადენი ამჟამად მხოლოდ 20% დატვირთვით მუშაობს, რაც რუსული მხარის მტკიცებით, აღჭურვილობის გაუმართაობით არის გამოწვეული.

მეტი:   "ნატო-ს ახალ კონცეფციაში ერთმნიშვნელოვნადაა გაწერილი, რომ ღია კარის პოლიტიკა ნარჩუნდება, მათ შორის საქართველოსთან" - ვიქტორ დოლიძე

ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა მიწოდების შეწყვეტა ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდის მიზნით გაახანგრძლივოს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

აშშ და დასავლეთი ცდილობენ პუტინზე ზეწოლაში ინდოეთი და ჩინეთი ჩართონ – Politico

(ACCnews) აშშ და მისი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ გააერთიანებენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა გაუგზავნონ უტყუარი გზავნილი ვლადიმერ პუტინს: ბირთვული იარაღის გამოყენება...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img