შაბათი, დეკემბერი 3, 2022

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს

მთავარი

(ACCnews) რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს. 

როგორც “ბიბისი” წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ყველაფერს უკრაინის “უკანასკნელ პროვოკაციას” უწოდებს.

მეტი:   "შემზარავმა სურათებმა მოაღწია ჩვენამდე, ბუჩაში დახვრეტილია მშვიდობიანი მოსახლეობა" - ოლაფ შოლცი

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, არც ერთი ადგილობრივი მცხოვრები არ გამხდარა ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლი, სანამ რუსეთი იკავებდა ქალაქს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რუსულმა ძალებმა 30 მარტს უკან დაიხიეს. ამავე განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფოტოები და ვიდეო კადრები იყო “კიევის რეჟიმის მორიგ სიყალბე”.

მეტი:   "რუსეთის ფედერაციას არ შეიძლება მიეცეს G20-ის ტრიბუნად გამოყენების უფლება" - ანნალენა ბერბოკი

შეგახსენებთ, რომ გათავისუფლებული კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩას მერი ანატოლი ფედორუკი აცხადებს, რომ ბუჩაში უკრაინის 300-ზე მეტი მოკლული მოქალაქე იპოვეს. მისი თქმით, დაღუპულების დიდი ნაწილი მასიურ სასაფლაოზე იპოვეს, ნაწილი კი ქუჩებში.

მეტი:   ამერიკის საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img