კვირა, ოქტომბერი 2, 2022

“რუსეთის ქმედება არის გენოციდი, მთელი ერის და ხალხის მკვლელობა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

მთავარი

(ACCnews) “რუსეთის ქმედება არის გენოციდი, მთელი ერის და ხალხის მკვლელობა,” – ამის  შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში განაცხადა, რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკე მთელი ერის წამებას ნიშნავს.

“ზურგს უკან ხელებშეკრულ და თავმოჭრილ ადამიანებს როდესაც ვპოულობთ, ასეთი რაღაცები არ მესმის. ბავშვები მოკლეს და აწამეს. ამ კრიმინალებისთვის მხოლოდ მოკვლა საკმარისი არ იყო. შეიძლება, ოქროს ან სარეცხი მანქანების წაღება უნდოდათ და კლავდნენ, მაგრამ ასევე აწამებდნენ. ჩვენ უკრაინის მოქალაქეები ვართ. ჩვენ გვყავს 100-ზე მეტი ეროვნება. საუბარია ყველა ამ ეროვნების განადგურებაზე. ჩვენ ვართ უკრაინის მოქალაქეები და არ გვინდა, დავემორჩილოთ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვანადგურებენ და ეს ხდება 21-ე საუკუნის ევროპაში. ასე რომ, ეს არის მთელი ერის წამება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი:   "მეჩვენება, რომ პესკოვი ფეხბურთს საკუთარ თავს ეთამაშება" - ვოლოდიმირ ზელენსკი კრემლის სპიკერს პასუხობს
მეტი:   ელონ მასკმა უკრაინაში სატელიტური ინტერნეტი Starlink ჩართო

შეგახსენებთ, რომ გათავისუფლებული კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩას მერი ანატოლი ფედორუკი აცხადებს, რომ ბუჩაში უკრაინის 300-ზე მეტი მოკლული მოქალაქე იპოვეს. მისი თქმით, დაღუპულების დიდი ნაწილი მასიურ სასაფლაოზე იპოვეს, ნაწილი კი ქუჩებში.

მეტი:   რუსეთს საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებსა და საექსპორტო საქონელზე წვდომა შეუწყდება
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

აშშ და დასავლეთი ცდილობენ პუტინზე ზეწოლაში ინდოეთი და ჩინეთი ჩართონ – Politico

(ACCnews) აშშ და მისი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ გააერთიანებენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა გაუგზავნონ უტყუარი გზავნილი ვლადიმერ პუტინს: ბირთვული იარაღის გამოყენება...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img