Friday, February 3, 2023

“ამაყი ვართ იმით, რომ ვდგავართ საქართველოს გვერდით მაშინ, როცა თქვენ ისწრაფვით ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ” – ფილიპ რიკერი

მთავარი

(ACCnews) “ამაყი ვართ იმით, რომ ვდგავართ საქართველოს გვერდით მაშინ, როცა თქვენ ისწრაფვით ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ”, – ამის შესახებ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი, ელჩ ფილიპ რიკერი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება, ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას ისე, როგორც ამას ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში აკეთებდა.

„მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში. ქვეყანაში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და ურთიერთდაკავშირებადობისთვის. როდესაც აქ გასულ წელს ვიყავი, მე ვმუშაობდი მჭიდროდ ქართველ ლიდერებთან ერთად თქვენს მეზობლებს, სომხებსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობის მიზნით. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული როლი ითამაშა დაკავებულების გათავისუფლებასა და საბრძოლო ზონებში დანაღმული ტერიტორიების ადგილმდებარეობის გაზიარებაში. ევროკავშირის მონიტორინგის შესაძლებლობების მხარდაჭერით, საქართველო აგრძელებს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანას და მოხარული ვარ, რომ კვლავ შევხვდები პრემიერ-მინისტრს რეგიონული საკითხების განსახილველად. ოქტომბერში მე ვხელმძღვანელობდი აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე. ვიზიტის დროს, მე განვიხილავ, როგორ უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, მათ შორის, როგორ შეუძლიათ აშშ-სა და საქართველოს ხელი შეუწყონ საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპაციის პრობლემის მშვიდობიან გადაწყვეტას და მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები.

მეტი:   აშშ უკრაინისთვის საშუალო და შორი დისტანციის საზენიტო სარაკეტო სისტემების შეძენას გეგმავს
მეტი:   USAID მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას

ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება, ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას ისე, როგორც ამას ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაკეთებთ. ეს მოიცავს ჩვენს მყარ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამაყი ვართ იმით, რომ ვდგავართ საქართველოს გვერდით მაშინ, როცა თქვენ ისწრაფვით ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. აშშ გააგრძელებს, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევაში, რადგან ეს არის მომავალი, რომელიც ხალხს სურს და იმსახურებს.

მეტი:   "ეს ომი არ არის, ეს ტერორიზმია" - ანდჟეი დუდა

ბოლოს, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქართველ ხალხს თქვენი სტუმართმოყვარეობისთვის და აშშ-სთან პარტნიორობისთვის. თუ სტუმარი, როგორც ქართველები ამბობენ, არის ღვთის საჩუქარი, მაშინ საქართველო ნამდვილად არის საჩუქარი ისეთი სტუმრებისთვის, როგორიც მე ვარ“, – აცხადებს ფილიპ რიკერი.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img