კვირა, ოქტომბერი 2, 2022

“დღეს გადარჩენის ომი გვაქვს და ამ ომში გადავრჩებით, ამ გოლიათს ხერხემალში გადავამტვრევთ”- ოლექსი რეზნიკოვი

მთავარი

(ACCnews) “დღეს გადარჩენის ომი გვაქვს და ამ ომში გადავრჩებით, ამ გოლიათს ხერხემალში გადავამტვრევთ”- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა ენდობოდა თავის მეზობელს, რომელთანაც ბუდაპეშტის მემორანდუმს მოაწერა ხელი და საკუთარ ჯარზე არ ზრუნავდა

„დღეს ჩვენ ქვეყნის გადარჩენისთვის ვიბრძვით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ დამოუკიდებლობის უფლებას. ჩვენ 30 წელზე მეტია დამოუკიდებლად ვცხოვრობთ, ჩვენს საზღვრებში შევქმენით აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქვეყანა, ამიტომ დღეს შეიძლება მეტს ვიხდით იმის გამო, რომ საკუთარ არმიაზე არ ვზრუნავდით.

მეტი:   "ანტონიო გუტერეშის ოფიციალური ვიზიტის დროს კიევის ცენტრში სარაკეტო დარტყმა მოხდა" - პოდოლიაკი

ერთადერთი შეცდომა, რომელიც დანამდვილებით შემიძლია დავასახელო – ძალიან ვენდობოდით მეზობელს, რომელმაც ჩვენთან ბუდაპეშტის მემორანდუმი გააფორმა. ეს არის საერთაშორისო შეთანხმება და ჩვენ ისე გვჯეროდა ამ შეთანხმების, რომ არ ვფიქრობდით, რომ ჩვენს არმიაზე ზრუნვის გარეშე მტრის არმიაზე ზრუნვა მოგვიწევდა. დღეს გადარჩენის ომი გვაქვს და ამ ომში გადავრჩებით, ამ გოლიათს ხერხემალში გადავამტვრევთ“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მეტი:   "უკრაინა დანაშაულის ადგილია" - ჰააგის პროკურორი
მეტი:   "ომის დაწყებიდან დღემდე უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ვიდრე სამხედრო" - დენის შმიჰალი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ არც საქართველოში და არც უკრაინაში ომი არ იქნებოდა 2008 წელს ეს ქვეყნები ნატო-ში რომ მიეღოთ, მაგრამ ამჟამინდელი პარტნიორი ალიანსის წყალობით უკრაინა შეძლებს აგრესორის დამარცხებას.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

აშშ და დასავლეთი ცდილობენ პუტინზე ზეწოლაში ინდოეთი და ჩინეთი ჩართონ – Politico

(ACCnews) აშშ და მისი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ გააერთიანებენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა გაუგზავნონ უტყუარი გზავნილი ვლადიმერ პუტინს: ბირთვული იარაღის გამოყენება...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img