შაბათი, დეკემბერი 3, 2022

რეჯეფ თაიფ ერდოღანი პოლონეთის ტერიტორიაზე თავდასხმას „სავარაუდოდ ტექნიკურ შეცდომას“ უწოდებს

მთავარი

(ACCnews) თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდნას „სავარაუდოდ ტექნიკურ შეცდომას“ უწოდებს. ერდოღანმა აღნიშნული განცხადება ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტზე გამოსვლისას გააკეთა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ის სერიოზულად აღიქვამს რუსეთის უარყოფას პოლონეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობაზე.

მეტი:   "ახლა არ არის დრო, უკრაინის ომის დროს, რუსეთის მოქალაქეებმა ევროკავშირში დასასვენებლად იმოგზაურონ" - ჯოზეფ ბორელი

„მე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შევხვდი. არის ზოგადი შთაბეჭდილება, რომ ეს რაკეტა რუსული წარმოების არ არის“, – აღნიშნა ერდოღანმა.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, დაჟინებით არ უნდა ვამტკიცოთ, რომ ეს რაკეტა რუსეთიდან გაუშვეს. მისივე თქმით, ეს პროვოკაცია იქნება.

მეტი:   ხარკოვში რუსული ჯავშანმანქანების კოლონა გაანადგურეს

შეგახსენებთ, 15 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ ორი რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვრცელდება ვარაუდი, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტები ჩამოვარდა, თუმცა ვრცელდება მეორე ვერსიაც, რომ ჩამოვარდნილია უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის თავდაცვის S-300-ის რაკეტები.

მეტი:   აშშ-ის საელჩო: "საქართველოს აქვს პოტენციალი იყოს ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო ჰაბი"

ინფორმაციას უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების მოხვედრის შესახებ ცნობები “მიზანმიმართული პროვოკაციაა” ვითარების ესკალაციის მიზნით.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img