(ACCnews) ისტორიული ნაბიჯი, დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატაში ფერადკანიანი ლიდერი ჰყავთ. ნენსი პელოსის 1-ელი იანვრიდან კონგრესის ქვედა პალატაში ჰაკიმ ჯეფრისი შეცვლის. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ჰაკიმ ჯეფრისი პირველი აფროამერიკული წარმოშობის პირი გახდა, რომელიც კონგრესში ასეთ მაღალ თანამდებობას დაიკავებს.
დემოკრატიული პარტიის ახალი ხელმძღვანელი წარმომადგენელთა პალატაში მუშაობას ახალი, 118-ე მოწვევის კონგრესის ფარგლებში დაიწყებს, რომელიც 3 იანვარს შეიკრიბება.
კონგრესის ქვედა პალატის დემოკრატების ამჟამინდელმა ლიდერმა, 83 წლის ნენსი პელოსიმ, მანამდე განაცხადა, რომ თანამდებობის ხელახლა დასაკავებლად კანდიდატურას აღარ წარადგენდა.
8 ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს 220, დემოკრატებს კი, 213 მანდატი აქვთ.