Wednesday, June 7, 2023

“ღირსეული პარტნიორი” – შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის

მთავარი
(ACCnews) საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მეექვსედ უმასპინძლებს. სამხედრო წვრთნების დაწყებასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბრიფინგი თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში გაიმართა. სწავლების შესახებ პრეზენტაცია თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა – „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
გენერალმა სწავლების მიზანსა და ამოცანებზე ისაუბრა და საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის მრავალეროვნულ სწავლებებში მონაწილეობის მნიშვნელობასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება.
ბრიფინგზე დასასწრებად არმიჰოლში თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები და ნატოს ძირითადი ჯგუფის უცხოელი ექსპერტები შეიკრიბნენ.
„ღირსეული პარტნიორი 2022“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის.
სწავლების ისტორიაში წელს პირველად მიიღებენ მონაწილეობას იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. მრავალეროვნული სწავლებაში 2400-ზე მეტი სამხედროა ჩართული. წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები არიან: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალები.
მეტი:   შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img