კვირა, ოქტომბერი 2, 2022

ISW: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, თუმცა ის ცდილობს, უკრაინა დაადანაშაულოს

მთავარი

(ACCnews) „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“(ISW) განახლებულ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ მდგომარეობას ეხება.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და მის გარშემო განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, თუმცა ის ცდილობს, უკრაინა დაადანაშაულოს.

მეტი:   "ნოეს კიდობნად" ქცეულ "აზოვსტალის" ქარხანას ქართველი ხელმძღვანელი ჰყავს

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმების განხორციელებაში რუსეთი უკრაინულ ძალებს ადანაშაულებს, მაგრამ ჯერჯერობით სანდო მტკიცებულება არ წარმოუდგენია „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აკონტროლებს ტერიტორიას და შეუძლია უფრო დამაჯერებელი მტკიცებულებების მოწოდება ბევრად უფრო ადვილად, ვიდრე უკრაინას“.

მეტი:   ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. "დამოუკიდებლობა" აღიარა
მეტი:   რუსეთი "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ის გადაკეტვით იმუქრება: ევროკავშირი ალტერნატივას ეძებს

ორგანიზაციის შეფასებით, რუსმა სამხედროებმა ბირთვული ობიექტის მილიტარიზაცია მოახდინეს, თუმცა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შორს არის ფრონტის ხაზისგან და არ ექვემდებარება უკრაინის შეიარაღებული ძალების გარდაუვალ თავდასხმას.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

აშშ და დასავლეთი ცდილობენ პუტინზე ზეწოლაში ინდოეთი და ჩინეთი ჩართონ – Politico

(ACCnews) აშშ და მისი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ გააერთიანებენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა გაუგზავნონ უტყუარი გზავნილი ვლადიმერ პუტინს: ბირთვული იარაღის გამოყენება...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img