შაბათი, დეკემბერი 3, 2022

ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ჯარს განათავსებს – NATO-ს განცხადება

მთავარი

(ACCnews) „პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაზე თავდასხმის შესახებ არის საშინელი სტრატეგიული შეცდომა, რომლისთვისაც რუსეთი გადაიხდის მძიმე ფასს როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად, წლების განმავლობაში“, – ამის შესახებ 30 ლიდერის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ გავრცელდა.

განცხადებაში ნატოს ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთის შემოჭრის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში ისინი მეტ ჯარს განათავსებენ. ამასთან, ნატო მოუწოდებს მოსკოვს, გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან და „უკან დაიხიოს აგრესიის გზიდან, რომელიც აირჩია“.

განცხადებაში ასევე ვკიტხულობთ, რომ მსოფლიო რუსეთს, ისევე როგორც ბელარუსს, პასუხს აგებინებს თავიანთ ქმედებებზე.

“მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო იერიში და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან… ეს თავდასხმა დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი დამოუკიდებელ, მშვიდობიან და დემოკრატიულ ქვეყანაზე, ეს სასტიკი და სრულიად არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმაა. ვწუხვართ რუსეთის ქმედებების შედეგად გამოწვეულ ადამიანურ დანაკარგზე, უზარმაზარ ადამიანურ ტანჯვასა და ნგრევაზე.

მეტი:   უკრაინის ფინანსთა სამინისტრო: ომის შედეგად უკრაინისთვის მიყენებული ზარალი 500 მლრდ. დოლარია

ევროპაში მშვიდობა ფუნდამენტურად დარღვეულია. მსოფლიო რუსეთს, ისევე როგორც ბელარუსს, პასუხს აგებინებს თავიანთ ქმედებებზე. მოვუწოდებთ ყველა სახელწიფოს, დაგმოს ეს არაკეთილსინდისიერი თავდასხმა. რუსეთის ხელისუფლების ტყუილებმა არავინ არ უნდა მოატყუოს. ამ კონფლიქტზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. მან უარი თქვა დიპლომატიისა და დიალოგის გზაზე, რაც მათ NATO-მ და მოკავშირეებმა არაერთხელ შევთავაზეთ. მან საერთაშორისო სამართალი ფუნდამენტურად დაარღვია, მათ შორის გაეროს წესდება. რუსეთის ქმედებები, ასევე NATO-რუსეთის დამფუძნებელი აქტით გათვალისწინებული პრინციპების აშკარა უარყოფაა: ეს არის რუსეთი, რომელმაც უღალატა აქტით ნაკისრ ვალდებულებებს.

პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაზე თავდასხმის შესახებ, საშინელი სტრატეგიული შეცდომაა, რისთვისაც რუსეთი, მომდევნო წლების განმავლობაში, მძიმე ფასს გადაიხდის როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. რუსეთის წინააღმდეგ მასიური და უპრეცედენტო სანქციები უკვე დაწესებულია. NATO გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან. გენერალური მდივნის მოწვევით, დღეს ჩვენ შემოგვიერთდნენ ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირი.

მეტი:   პოლონეთმა უკრაინისთვის შეიარაღებისა და ტყვია-წამლის მიწოდება დაიწყო

ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას და უკრაინის მამაც ხალხს, რომლებიც ახლა საკუთარ სამშობლოს იცავენ. ჩვენი ფიქრები რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულებთან, დაშავებულებთან, დევნილებთან და მათ ოჯახებთანაა.  NATO რჩება ევროპული უსაფრთხოების ყველა ძირითადი პრინციპირ ერთგული, მათ შორის, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რადგან ის აგრძელებს თავის დაცვას და სხვებსაც იგივეს მოუწოდებს. ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის მის ტერიტორიულ წყლებში. ეს პრინციპული პოზიცია არასდროს შეიცვლება.

რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ ყველა აუცილებელ შედეგს NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის პოზიციისთვის. მოკავშირეებმა გამართეს კონსულტაციები ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა ზომისა და გადაწყვეტილების მიღებას, რაც ყველა მოკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფადაა საჭირო. ჩვენ განვათავსეთ თავდაცვითი სახმელეთო და საჰაერო ძალები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და საზღვაო აქტივები NATO-ს ზონაში. ასევე, გავააქტიურეთ NATO-ს თავდაცვის გეგმები იმისთვის, რომ მოვემზადოთ უამრავ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და ალიანსის ტერიტორიის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის ჩვენი საპასუხო ძალების გამოყენებით. ჩვენ ახლა ვახორციელებთ ძალების მნიშვნელოვან დამატებით თავდაცვით განლაგებას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩვენ განვახორციელებთ ყველა საჭირო განლაგებას, რათა უზრუნველვყოთ ძლიერი და სანდო შეკავება და თავდაცვა ალიანსის მასშტაბით ახლა და მომავალში. ჩვენი ზომები არის და რჩება პრევენციული, პროპორციული და არაესკალაციური.

მეტი:   ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს

ჩვენი ვალდებულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიმართ ურყევია. ჩვენ გაერთიანებული ვართ ყველა მოკავშირის დასაცავად. თავისუფლება ჩაგვრაზე ყოველთვის გაიმარჯვებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img