კვირა, ოქტომბერი 2, 2022

“თუ უკრაინა დაეცემა და დასავლეთი დაიღუპება, გამარჯვებული იქნება არა პუტინის რუსეთი, არამედ სი ძინპინის ჩინეთი” – ჯორჯია მელონი

მთავარი

(ACCnews) “თუ უკრაინა დაეცემა და დასავლეთი დაიღუპება, გამარჯვებული იქნება არა პუტინის რუსეთი, არამედ სი ძინპინის ჩინეთი”, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ნაციონალისტური პარტია „იტალიელი ძმების“ ლიდერმა, ჯორჯია მელონიმ ბიზნესფორუმზე განაცხადა.

მეტი:   აშშ-ს სანქციების სია: "ჩვენ დავიწყებთ სანქციების შემოღებას ელიტის და მათი ნათესავების მიმართ" - ბაიდენი

მისი თქმით, უკრაინის ომი არის კონფლიქტის აისბერგის მწვერვალი, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო წესრიგის შეცვლას.

მეტი:   "ამერიკა ამ რეგიონში რუსეთთან ომს აგებს, უნდა იმოქმედონ" - გიორგი გაბუნია

„ვინც ყველაზე სუსტია დასავლეთში, კერძოდ, ევროპაში, რისკავს აღმოჩნდეს ჩინეთის გავლენის ქვეშ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ“, – განაცხადა მელონიმ.

ცნობისათვის, ჯორჯია მელონი ლიდერობს უდიდეს პარტიას მემარჯვენე-ცენტრისტულ ალიანსში, პარტია „ლიგასთან“ და სილვიო ბერლუსკონის „წინ იტალიასთან“ ერთად. 25 სექტემბერს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდება.

მეტი:   რუსი სოციოლოგი: "პუტინმა გინდა დაგიპყროთ, გინდა სამხრეთი ოსეთი დაგიბრუნოთ, რუსები ყველაფერს მხარს დაუჭერენ"
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

აშშ და დასავლეთი ცდილობენ პუტინზე ზეწოლაში ინდოეთი და ჩინეთი ჩართონ – Politico

(ACCnews) აშშ და მისი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ გააერთიანებენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა გაუგზავნონ უტყუარი გზავნილი ვლადიმერ პუტინს: ბირთვული იარაღის გამოყენება...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img