შაბათი, დეკემბერი 3, 2022

“ეს არის ომის დანაშაული, ის დაუსჯელი არ უნდა დარჩეს” – მაკრონი უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის შესახებ

მთავარი

(ACCnews) საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ რუსული სარაკეტო თავდასხმები უკრაინაზე ომის დანაშაულია, რომელიც უნდა დაისაჯოს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

„უკრაინამ დღეს მასიური დაბომბვა განიცადა, რის გამოც ქვეყნის დიდი ნაწილი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ომის დანაშაულია და დაუსჯელი არ შეიძლება დარჩეს“, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

მეტი:   ტოკიოში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დაიწყო
მეტი:   "დარწმუნებული ვართ და ვიცით, რომ საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციებს"– საქართველოში გერმანიის ელჩი

მან დასძინა, რომ 13 დეკემბერს, საფრანგეთი უმასპინძლებს კონფერენციას პარიზში, სადაც საერთაშორისო მხარდაჭერა იქნება მობილიზებული უკრაინისთვის, რათა უზრუნველყოს მისი ხელმისაწვდომობა ენერგეტიკაზე.

მეტი:   "ომის გამო, უკრაინა ევროპაში გაზის მესამედის ტრანზიტს აჩერებს" - უკრაინის გაზის ოპერატორი კომპანია

შეგახსენებთ, 23 ნოემბერს რუსულმა ჯარებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს უკრაინის მასიური დაბომბვა, დარტყმა მიაყენეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და საცხოვრებელ შენობებს. არიან დაღუპულები და დაჭრილები.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img