კვირა, ოქტომბერი 2, 2022

დმიტრო კულება ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, რუს ტურისტებს ბლოკის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალონ

მთავარი

(ACCnews) უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, რუს ტურისტებს ბლოკის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალონ, რადგან რუსების უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის “გენოციდურ აგრესიულ ომს” კიევის წინააღმდეგ.

„ნახევარი ზომების დრო წავიდა. მხოლოდ მკაცრ და თანმიმდევრულ პოლიტიკას შეუძლია შედეგის მოტანა“, – განუცხადა კულებამ Reuters-ს.

„რუსი ტურისტებისთვის და ზოგიერთი სხვა კატეგორიისთვის სავიზო აკრძალვა იქნება შესაბამისი პასუხი ევროპის ცენტრში რუსეთის გენოციდურ აგრესიულ ომზე, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების დიდი უმრავლესობა“, – აღნიშნა კულებამ.

მეტი:   "პუტინი ისტორიის შეცვლას ცდილობს, რათა უკრაინაში უკანონოდ შეჭრა გაამართლოს" - ენტონი ბლინკენი

ის ევროკავშირს სთავაზობს სპეციალური პროგრამის დაწყებას რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლებსაც აღარ სურთ უკრაინაში ბრძოლა.

„გადაირჩინეთ თავი და წადით. დაყარეთ იარაღი, დანებდით უკრაინულ ძალებს და მიიღეთ ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთავაზება ღირს, რადგან თუკი თუნდაც ერთმა რუსმა ჯარისკაცმა დაყაროს იარაღი და წასვლა გადაწყვიტოს, ეს ნიშნავს უკრაინელების გადარჩენილ სიცოცხლეს და მშვიდობასთან მიახლოებას“, – განაცხადა კულებამ.

მეტი:   "მნიშვნელოვანია, ყველანი ერთად დავდგეთ რუსული აგრესიის წინააღმდეგ" - კელი დეგნანი

შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები პრაღაში ორდღიან შეხვედრას მართავენ. Reuters-ი წერს, რომ მოსალოდნელია, რომ მინისტრები შეთანხმდებიან მოსკოვთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსებს მოუწევთ უფრო მეტი ლოდინი და მეტი თანხის გადახდა ვიზებისთვის, თუმცა, ბლოკი, სავარაუდოდ, გაყოფილი დარჩება რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის სრულად აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით.

მეტი:   კიევში 16 ქვეყნის საელჩო მუშაობას აგრძელებს - მათ შორისაა საქართველოც
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

აშშ და დასავლეთი ცდილობენ პუტინზე ზეწოლაში ინდოეთი და ჩინეთი ჩართონ – Politico

(ACCnews) აშშ და მისი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ გააერთიანებენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა გაუგზავნონ უტყუარი გზავნილი ვლადიმერ პუტინს: ბირთვული იარაღის გამოყენება...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img