შაბათი, დეკემბერი 3, 2022

“აუცილებელია შეიცვალოს არა ჩვენი სტრატეგიული არჩევანი აშშ-თან მიმართებით, არამედ მათთან პარტნიორობის ფორმა” – დიმიტრი ხუნდაძე

მთავარი

(ACCnews) მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამერიკის სენატორებს ჯინ შაჰინს, ბენ კარდინის და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპის საკითხებში კარენ დონფრიდს პასუხობს.

დიმიტრი ხუნდაძე ამერიკელი პარტნიორების გამოსვლებს ხელისუფლების უსაფუძვლო დადანაშაულების მცდელობას უწოდებს და წერს, რომ სენატორის განცხადებები საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას ნიშნავს.

„ჩვენ უკვე მიგვაჩვიეს იმას, რომ ევროპიდან თუ ამერიკიდან რიგი პოლიტიკოსების შეურაცხმყოფელ შეფასებებს უნდა ვუსმინოთ, შემდეგ ფრთხილი კომენტარები ვაკეთოთ და ბოლოს, როგორც ყოველთვის, მობოდიშებით წარსულს ჩავაბაროთ. ამ ქმედების ახსნას კი „მორჩილები“ შემდეგნაირად გვთავაზობენ: – ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და პასუხის გაცემის უფლებაც კი არ გვაქვს, აღარაფერს ვსაუბრობ შელახული ღირსების დაცვაზე. მოძრაობა „ხალხის ძალა“ სწორედ ამ დოგმებს ამსხვრევს. სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა: – „ხომ არ არის დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებაში“.

მინდა ვუპასუხო, დიახ, ამის დრო ნამდვილად დადგა. ჩვენი მოძრაობაც სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ აუცილებელია შეიცვალოს არა ჩვენი სტრატეგიული არჩევანი აშშ-თან მიმართებით, არამედ მათთან პარტნიორობის ფორმა. უნდა შეიცვალოს დღეს არსებული არასწორი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამან მიიღოს ღირსეული, თანასწორული და ორმხრივი პარტნიორობის სახე.

მეტი:   სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოშია და შეხვედრებს მართავს

ის, რაც დღეს მოვისმინეთ, სხვა არაფერია, თუ არა უსაფუძვლო დადანაშაულება საქართველოს ხელისუფლების. მინდა იცოდეს ყველამ, რომ საქართველოს ხელისუფლება მის სიტყვას ასრულებს ყველა საკითხზე უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ხალხთან და მერე სხვა ქვეყანასთან. არავის დაავიწყდეს, რომ ევრო-ატლანტიკური კურსი კონსტიტუციით სწორედ ჩვენ გავამყარეთ და თუკი ეს არის „დემოკრატიული უკუსვლა“, მაშინ უნდა აუხსნან ქართველ ხალხს, როგორია დემოკრატიული წინსვლა? ისეთი, როგორსაც ხედავდნენ 2012 წლამდე? ღია მკვლელობებს, ბიუჯეტის ძარცვას, რუსეთზე საქართველოს ტერიტორიების მიყიდვას, პატიმრების წამებას და კიდევ ბევრ სხვა ბოროტებას, რასაც ისინი იწონებდნენ და რასაც დღესაც ღიად უჭერენ მხარს?

მათთვის „ჭეშმარიტი დემოკრატია“ მხოლოდ კრიმინალი და რადიკალური ოპოზიციაა, ვისაც ჩვენმა ხალხმა უთხრა უარი. სენატორის მიერ ნათქვამი სიტყვა -„ქართველი ხალხი არ არის დამნაშავე, ეს მათი მთავრობაა“, პირდაპირი ჩარევაა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და მოქალაქეების წაქეზებაა ხელისუფლებასთან დასაპირისპირებლად. ეს ჩვენი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან, თუ ვის უნდა მისცენ ხმა. საკუთარ პოზიციას რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები უკვე აღარ მალავენ და იმასაც კი აცხადებენ, რომ უნდა იფიქრონ სხვა გზებზე, რადგან „როგორც ჩანს ის, რასაც ახლა აკეთებენ, არ მუშაობს“.

მეტი:   პროკურორთა დამოუკიდებლობის მნიშვნელობა და აშშ-ის გამოცდილება საქართველოში

ეს „სხვა გზები“ უკვე ცნობილია ჩვენთვის. ამ გზაზე დგას დავით კეზერაშვილი ამერიკის გავლენიან პირებთან შეხვედრისას; ამ გზაზე დგანან უკრაინის მთავრობის ქართველი კრიმინალები, როდესაც ჩვენს ხალხს მოუწოდებენ ხელისუფლების ცვლილებისკენ და ომისკენ; ამ გზაზე დგანან ევროპარლამენტის რიგი დეპუტატები, რომლებიც ამ სენატორების მითითებებს უსიტყვოდ ასრულებენ; ამ გზაზე დგას ის უფერული ოპოზიცია, რომელსაც ვერაფრით წონა ვერ შესძინეს ქართველ ამომრჩეველში, მაგრამ მაინც ჯიუტად რევოლუციურ სცენარს მიუყვებიან. რაც შეეხება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მიერ ჩვენი მოძრაობის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიას, რომ ჩვენი ქმედება „ძირს გამოუთხრის საქართველო-ამერიკის პარტნიორობას“, მინდა გარკვევით ვუპასუხო კარენ დონფრიდს: – ჩვენ კი არ ვუთხრით ძირს ჩვენი ქვეყნების პარტნიორობას, ამას თქვენ და ის სენატორები ჩადიხართ, რომლებიც ღიად აქეზებთ ქართველ ხალხს ხელისუფლების წინააღმდეგ, რისი უფლებაც თქვენ არ გაქვთ. ს

წორედ ეს უთხრის ძირს საქართველო-ამერიკის პარტნიორულ ურთიერთობებს. ჩვენ ეთიკის ნორმებში ლეგიტიმური კითხვები დავუსვით ამერიკის ელჩს და ეს ელჩზე თავდასხმად მონათლეთ. ის კი, რაზეც თქვენ ისაუბრეთ და რისი უფლებაც საკუთარ თავს მიეცით, დემოკრატიული ქმედებაა თუ ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, რომელმაც თურმე არ იცის, ვინ უნდა აირჩიოს და როდის უნდა მოსთხოვოს პასუხი საკუთარ ხელისუფლებას? მოგმართავთ ყველას, ვინც ბოლო პერიოდში ევროპაში თუ ამერიკაში იყენებთ მაღალ პოლიტიკურ ტრიბუნას ჩვენი ქვეყნის დასამცირებლად, ნუ უფრიალებთ ქართველ ხალხს წითელ მულეტას!

მეტი:   ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა

ჩვენ ნამდვილად გვსურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობა, ოღონდ ისეთი, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს და არა ისეთი, რა პოზიციიდანაც თქვენ ესაუბრებით დღეს საქართველოს“, – ნათქვამია მიმართვაში.

ცნობისათვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა დასვა საკითხი იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფა „მის ქცევასთან იყოს დაკავშირებული“.

“საქართველოში უზარმაზარი უკუსვლაა და ჩვენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს. მე ვამბობდი, რომ შესაძლოა, ამ დახმარების გარკვეული ნაწილი დავაკავშიროთ საქართველოს მხრიდან ქცევასთან და მე დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა საბიუჯეტო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში, რომ შესაძლოა, ამის გაკეთება კარგი არ ყოფილიყო, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლოა, უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით.

საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img