შაბათი, დეკემბერი 3, 2022

ალექსანდრე ქართველის ღვაწლი ამერიკის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაში

მთავარი
(ACCnews) იცოდით რომ ამერიკაში ემიგრირებულმა ქართველებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მეორე მსოფლიო ომში? თბილისში დაბადებულმა ალექსანდრე ქართველიშვილმა, რომელიც ცნობილია როგორც ალექსანდრე ქართველი, დააპროექტა ინოვაციური მოერიშე თვითმფრინავი, რომელიც გერმანიასთან ბრძოლაში იმდენად წარმატებული იყო რომ მოხდა მისი სერიული (15 000 ერთეული) წარმოება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
ალექსანდრე ქართველის ღვაწლმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამერიკის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაში. საქართველოში ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება ხელს შეუწყობს ქვეყნის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას.  აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მონაწილეობა მიიღო USAID-ის ახალი პროგრამის – ერთიანობა მრავალფეროვნებაში ოფიციალურ გახსნაში.
პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს გააძლიეროს მოსახლეობის უმცირესობასა და უმრავლესობს შორის არსებული სოციალური და ეკონომიკური კავშირები.
პროგრამა მხარს დაუჭერს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინკლუზიას ქართულ საზოგადოებაში. ძლიერი და უსაფრთხო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, დემოკრატიასა და ეკონომიკის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ყველა ეთნიკური კულტურის წარმომადგენელს.
“სწორედ ამიტომ, 30 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერდა და კვლავაც დაუჭერს საქართველოს, მათ შორის უმცირესობების გაძლიერებას”, – ნათქვამია გვერდზე.
მეტი:   აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა - ჯო ბაიდენის საგანგებო მიმართვა
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img