შაბათი, დეკემბერი 3, 2022

ისრაელი, მოკავშირე ქვეყნების გავლით, უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას დათანხმდა

მთავარი

(ACCnews) ისრაელი დათანხმდა უკრაინას გადასცეს საკუთარი შეიარაღება მოკავშირე ქვეყნების გავლით. ინფორმაციას ადგილობრივი მედია Haaretz საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა დასავლურ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ იერუსალიმში მაღალი პოლიტიკური და უსაფრთხოების ეშელონები შეთანხმდნენ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ მოსთხოვა ისრაელს გაეფართოებინა დახმარება უკრაინისთვის, და არ შემოფარგლულიყო მხოლოდ ჰუმანიტარულით.

მეტი:   "უკრაინას სჭირდება ზალპური ცეცხლის სისტემები და ავიაცია" - დმიტრო კულება G7-ს

“სტრატეგიული მასალები” უკრაინას ნატო-ს წევრი ქვეყნების, მათ შორის ბრიტანეთის, გავლით გადაეცემა. მედია ამბობს, რომ უკრაინას მიაწვდიან ცეცხლსაწინააღმდეგო და ელექტრო-ოპტიკურ სისტემებს.

მეტი:   "მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე, რომელიც კლავს ჩვენს ხალხს ბრძოლის ველზე დამარცხების ფონზე"– სერგეი კისლიცა

ევროპელი წყაროები ამბობენ, რომ ამერიკელებმა ისრაელს უკრაინისთვის საზენიტო ბატარეების მიწოდება სთხოვეს, თუმცა, ორ მთავრობას შორის მოლაპარაკებების შემდეგ, გადაწყდა სტრატეგიული მასალების დაფინანსება.

მეტი:   "სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს" - დავით ზალკალიანის შეხვედრა უკრაინის საელჩოში

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ისრაელმა სთხოვა ყველა მხარეს, რომლებიც მონაწილეობდნენ სტრატეგიულ მასალებთან დაკავშირებით გარიგებაში, არ გაემჟღავნებინათ ეს საჯაროდ, რათა პუტინი არ გაეღიზიანებინათ.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img