კვირა, ოქტომბერი 2, 2022

საქართველომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვას ხმა მისცა

მთავარი

(ACCnews) გაერომ ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვას მხარი დაუჭირა. ხმის მიცემის შედეგად 93-მა წარმომადგენელმა ინიციატივას მხარი დაუჭირა, 24-მა მათგანმა უარი განაცხადა, ხოლო 58-მა კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

აღნიშნული რეზოლუციის პროექტში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღნიშნა, რომ “შეუჩერებს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლებას იმ წევრს, რომელიც ჩაიდენს ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევას”.

მეტი:   რუსეთმა ევროკავშირის ლიდერებს სანქციების საპასუხოდ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის იყო საქართველო. ხოლო, იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას, არიან: ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, ირანი, ყირგიზეთი, ბოლივია.

მეტი:   "რუსეთი იმედს კარგავს, დააფრთხოს მსოფლიო უკრაინის მხარდაჭერისგან – აქედან მოდის საუბარი მესამე მსოფლიო ომის „რეალურ“ საფრთხეზე"– დმიტრო კულება

ინფორმაციისთვის, გაეროს გენერალური ასამბლეაში 193 წევრია. გენერალური ასამბლეის წევრების ხმათა 2/3-ს შეუძლია შეუჩეროს ქვეყანას ადამიანის უფლებათა საბჭოში მუშაობა ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის. ადამიანის უფლებათა 47 -წევრიან საბჭოში წელს რუსეთისთვის სამწლიანი ვადის მეორე წელია.

მეტი:   "ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება" - საგარეო საქმეთა მინისტრი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

აშშ და დასავლეთი ცდილობენ პუტინზე ზეწოლაში ინდოეთი და ჩინეთი ჩართონ – Politico

(ACCnews) აშშ და მისი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ გააერთიანებენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა გაუგზავნონ უტყუარი გზავნილი ვლადიმერ პუტინს: ბირთვული იარაღის გამოყენება...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img