შაბათი, დეკემბერი 3, 2022

“ევროკავშირმა უნდა ააშენოს სატრანსპორტო დერეფნები ცენტრალურ აზიაში რუსეთის გვერდის ავლით” – ჯოზეფ ბორელი

მთავარი

(ACCnews) “ევროკავშირი გეგმავს გააფართოოს ეკონომიკური თანამშრომლობა ცენტრალურ აზიასთან. მათ შორის იგეგმება რუსეთის შემოვლითი ახალი სატრანსპორტო არტერიების მშენებლობა”. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელმა აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნები ცდილობენ სავაჭრო ურთიერთობების და საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირებას და ამისთვის ევროკავშირის პარტნიორობას განიხილავენ.

მეტი:   ​პოდოლიაკის თქმით, მოლაპარაკებებზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას განიხილავენ

„ევროკავშირმა უნდა ააშენოს სატრანსპორტო დერეფნები ცენტრალურ აზიაში რუსეთის გვერდის ავლით. ჩვენი ცენტრალური აზიელი პარტნიორები ცდილობენ თავიანთი პარტნიორობის გაძლიერებას. ისინი ევროკავშირს ხედავენ საუკეთესო პარტნიორად. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ ბევრად მეტი კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში.

მეტი:   USAID-ის წარმომადგენლები მესტიაში სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდნენ

ურთიერთობები უნდა განვითარდეს და მუდმივად განახლდეს ახალი გარემოებების ფონზე. ამ დღეებში ცენტრალური აზია გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური კუთხით მოვლენების ცენტრშია“, – აცხადებს ბორელი.

მეტი:   ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის დამტკიცების პროცესი დროებით შეჩერებულია

მისი აზრით, ევროკავშირმა უნდა გააღრმაოს კავშირები  ცენტრალურ აზიასთან და გამოიყენოს ეს უზარმაზარი პოტენციალი.

„ენერგეტიკის, კრიტიკული ნედლეულის და ახალი სატრანსპორტო დერეფნების მიწოდების თვალსაზრისით, რომელიც არ არის დამოკიდებული რუსეთზე, ევროკავშირი ასეთ ცვლილებებით დაინტერესებულია” – დასძინა ბორელმა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img