კვირა, ოქტომბერი 2, 2022

“საქართველოს ლიდერებისა და ყველა ქართველის ფოკუსი უნდა იყოს ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებაზე” – კელი დეგნანი

მთავარი

(ACCnews) “საქართველოს ლიდერებისა და ყველა ქართველის ფოკუსი უნდა იყოს ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებაზე,” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ვადამდელი არჩევნების თაობაზე “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა.

მეტი:   უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია

დეგნანის თქმითვე, 12 პუნქტის შესრულება არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ქვეყნისთვის.

“ძალიან ნორმალური პროცესია, რომ არსებობდეს განსხვევბული მოსაზრებები იმის შესახებ, როგორ უნდა შესრულდეს 12 რეკომენდაცია. ძალიან ძლიერი სიგნალი იქნებოდა ევროკავშირისთვის, თუ მოხდებოდა ინტეგრაცია სხვადასხვა მოსაზრების, რომლებიც იყო წამოწეული.

მეტი:   აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

კარგი სამუშაო შესრულდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა პასუხი უნდა გასცეს საქართველომ ევროკავშირის რეკომენდაციებზე. ახლა ამოცანაა ამის გაერთიანება ინტეგრირებულ დოკუმენტში, რომელიც გამოხატავდა აქ, საქართველოში არსებულ აზრთა მრავალფეროვნებას. ევროკავშირის სურს ამ ერთიანი ხმის მოსმენა, როდესაც ბევრი ხმა ერთ ხმად არის შეკრული ამ 12 რეკომენდაციაზე საპასუხოდ. იმედი მაქვს, საქართველო მზად იქნება ამის წარდგენისთვის,” – განაცხადა კელი დეგნანმა.

მეტი:   "ქართველი ხალხი ჩვენთანაა და ვისთანაა საქართველოს მთავრობა, თვითონ განსაზღვრონ" - რადას დეპუტატი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

აშშ და დასავლეთი ცდილობენ პუტინზე ზეწოლაში ინდოეთი და ჩინეთი ჩართონ – Politico

(ACCnews) აშშ და მისი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ გააერთიანებენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა გაუგზავნონ უტყუარი გზავნილი ვლადიმერ პუტინს: ბირთვული იარაღის გამოყენება...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img