შაბათი, დეკემბერი 3, 2022

კელი დეგნანი: “დეოლიგარქიზაციის კანონი არის კომპლექსური და ამიტომ მნიშვნელოვანია, ევროპელმა ექსპერტებმა შეისწავლონ და გააკეთონ დასკვნები”

მთავარი

(ACCnews) “დეოლიგარქიზაციის კანონი არის საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ უკვე გააკეთონ დასკვნები,” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

კითხვაზე, დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა გადაიგზავნოს თუ არა ვენეციის კომისიაში, ვინაიდან ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოითხოვა ეს საქართველოსგან, ელჩმა უპასუხა: – “მნიშვნელოვანი რჩევაა, განსაკუთრებით, როდესაც ის მოდის ევროდელეგაციისგან, ევროპის წარმომადგენლებისგან საქართველოში, რადგანაც ესენი არიან ინსტიტუტები, ვისთანაც თანამშრომლობს საქართველო რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა მათი მხრიდან.”

მეტი:   "რუსეთის თავდასხმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, უკრაინის მხარდამჭერებს ვერ გახლეჩს" - ენტონი ბლინკენი
მეტი:   ნატო, ევროკავშირი და აშშ-ს საელჩო დეზინფორმაციის წინააღმდეგ

“მე მგონი, არსებობდა რაღაცა დაბნეულობა ამასთან დაკავშირებით. იგივე კანონი, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა და იყო გადაგზავნილი ვენეციის კომისიაში, შემდგომ უკან გამოიწვიეს და ამ ეტაპზე დასკვნას არ ელოდება, თუმცა, რადგანაც ეს კანონი არის ახალი მიმართულება, საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ უკვე გააკეთონ დასკვნები გამომდინარე მისი კომპლექსურობიდან.

მეტი:   აშშ-ის საელჩო: "აშშ-საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედია"

ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ეს საქართველოსთვის,” – განაცხადა ელჩმა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img