შაბათი, დეკემბერი 3, 2022

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა

მთავარი

(ACCnews) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 2022 წლის 24 ნოემბერს ვიზიტით მოლდოვას რესპუბლიკას ეწვევა. – საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს მოლდოვას რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს.

მეტი:   კელი დეგნანი: "დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია"

“ილია დარჩიაშვილი შეხვდება მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრს ნიკუ პოპესკუს, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებული შემადგენლობით, რის შემდეგაც გაკეთდება მინისტრების განცხადებები პრესასთან.

მეტი:   "მოვუწოდებ საქართველოს, პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთს ომის დანაშაულებზე" - ენტონი ბლინკენი

კიშინეუში ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველო-მოლდოვას ორმხრივი პარტნიორობის საკითხები, საუბარი შეეხება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს, საქართველოსა და მოლდოვას ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და ამ კუთხით ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობას,” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი:   ნატო-ს გენმდივნის მოადგილე: "ჩვენ ვაფასებთ საქართველოსთან გრძელვადიან თანამშრომლობას"
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img