შაბათი, დეკემბერი 3, 2022

10 ქართველი მოსამართლე აშშ-ში ორკვირიან სასწავლო ტურს ესწრება

მთავარი
(ACCnews) Სწავლება ორიენტირებულია ბავშვთა უფლებებსა და ოჯახურ სამართალზე.
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მოსამართლეები ვაშინგტონში ამერიკელ კოლეგებს ხვდებიან, ესწრებიან ოჯახურ და არასრულწლოვანთა საკითხებზე გამართულ სასამართლო სხდომებს და განიხილავენ ბავშვთა და ოჯახის უფლებების საკითხებს. ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
სასწავლო ტური ქართველ მოსამართლეებს საშუალებას მისცემს გაეცნონ აშშ-ის კანონმდებლობას და სასამართლო პრაქტიკას, რომელიც ძალადობის შემთხვევაში ბავშვის მშობლებისგან განცალკევებას არეგულირებს. Მოსამართლეები გაეცნობიან თუ როგორ არეგულირებს აშშ-ის კანონები სახელმწიფოს ზრუნვას განცალკევებულ ბავშვზე, როგორ განიხილება პროცედურულად მშობლისგან განცალკევების საკითხი და როგორია სასამართლოს როლი ამ პროცესში.
Სასწავლო ტურში მონაწილე 10 მოსამართლე 73 აპლიკანტიდან შეირჩა ღია კონკურსის წესით. მოსამართლეები არჩეულნი არიან ხაშურიდან, ახალციხიდან, ოზურგეთიდან, თბილისიდან, რუსთავიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან.
USAID 30 წელია მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და გამჭირვალე სასამართლო სისტემის გაძლიერებაში. USAID-ის და ამერიკის სამთავრობო საგენტოების მხარდაჭერით ამ პერიოდში ასობით მოსამართლე იმყოფებოდა ამერიკაში და მომავალშიც მრავალი მსგავსი პროგრამა განხორციელდება.
მეტი:   დანია ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო პოლიტიკას უერთდება
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img