კვირა, ოქტომბერი 2, 2022

“ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველოს წარმატება, როგორც დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა” – ჯორჯ ბუში

მთავარი

(ACCnews) “ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველოს წარმატება და ის, რომ მან დაიკავოს ღირსეული ადგილი, როგორც დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა”, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მიმართვაშია აღნიშნული, რომელიც თბილისში მიმდინარე კონფერენციის, „დიდება უკრაინას“ მონაწილეებს, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა გააცნო.

მეტი:   "დიდი შვიდეულის" ქვეყნები რუსეთის ეკონომიკის სრულ იზოლაციაში მოქცევას ეცდებიან" - თეთრი სახლი

„ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა საფრთხეები მოდის მოსკოვის რეჟიმისგან. წლების განმავლობაში ერთი რამ უცვლელი რჩება – ქართველი ხალხის სურვილი და ვალდებულება იცხოვროს თავისუფლად და წაიყვანოს ქვეყანა ისეთი ინსტიტუტებისკენ, როგორიცაა ნატო და ევროკავშირი. ჩვენ არასოდეს შევწყვეტთ ჩვენს მოწოდებას რუსეთისადმი, დაასრულოს თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და მოსკოვმა პატივი სცეს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება თქვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ, ჩვენ ამას ვაკეთებთ, როგორც საქართველოს მეგობრები და მოკავშირეები. ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველოს წარმატება და ის, რომ მან დაიკავოს ღირსეული ადგილი, როგორც დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვლადიმერ პუტინის უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის ფონზე“, – აღნიშნულია ჯორჯ ბუშის წერილში.

მეტი:   გერმანია უკრაინას ანტისაჰაერო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მიაწვდის
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

აშშ და დასავლეთი ცდილობენ პუტინზე ზეწოლაში ინდოეთი და ჩინეთი ჩართონ – Politico

(ACCnews) აშშ და მისი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ გააერთიანებენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა გაუგზავნონ უტყუარი გზავნილი ვლადიმერ პუტინს: ბირთვული იარაღის გამოყენება...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img